|
2018-06-09 19:16:59, 1342 ნახვა
სამართალი
შს მინისტრი კახეთში, ავარიის ადგილზე მივიდა და საგამოძიებო მოქმედებებს პირადად გაეცნო [ვიდეო]
შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია კახეთში მომხდარი ავარიის ადგილზე მივიდა და საგამოძიებო მოქმედებებს პირადად გაეცნო. ამასთან, მინისტრმა თელავის რეფერალურ საავამდყოფოში ავარიის შედეგად დაშავებულები მოინახულა და მათი მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია ექიმებისგან მიიღო. შეგახსენებთ, გომბორის უღელტეხილზე მიკროავტობუსი, რომლითაც მე-6 კლასის მოსწავლეები თბილისიდან ექსკურსიაზე მიყავდათ, ხევში გადავარდა. მომხდარის შედეგად 4 ადამიანი დაიღუპა, მათ შორის 1 არასრულწლოვანი. რაც შეეხება დაშავებულებს, სხეულის სხვადასხვა დაზიანებებით 21 პირი თელავის რეფერალურ საავადმყოფოში მიიყვანეს, მოგვიანებით კი, მათგან სამი თბილისში გადმოიყვანეს. დაშავებულებს შორის 12 ბავშვია. გამოძიების პირველადი ინფორმაციით, ავტომანქანის მძღოლმა საჭე ვერ დაიმორჩილა, საავტომობილო გზიდან გადავიდა და ხევში გადავარდა. მიკროავტობუსის მძღოლი დაკავებულია. შსს-ს ცნობით, მის მიერ ჩადენილი დანაშაული 6-დან 10 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)