|
2018-06-09 18:20:54, 1374 ნახვა
სამართალი
გუდაურში პარაპლანისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა (ვიდეო)
გუდაურში პარაპლანისტებს შორის ფიზიკური დაპირისპირება მოხდა, - მომხდარის ამსახველი ვიდეო მასალა Facebook-ში გავრცელდა. როგორც ვიდეოს ავტორმა სოციალურ ქსელში დაწერა, ქართველი პარაპლანისტები რუს სპორტსმენს თავს დაესხნენ და მას ავტომობილი დაუზიანეს. "დღეს გუდაურში მოხდა ტრაგედია. 30 ადგილობრივი მკვიდრი თავს დაესხა რუს პარაპლანისტს. ისინი ამბობდნენ, რომ ეს მათი მიწაა და სპორტსმენს საქართველო უნდა დაეტოვა. რუსეთის მოქალაქეს მძიმე ტვინის შერყევა აქვს, ასევე მოტეხილი აქვს ცხვირი. მას ფეხებს ურტყავდნენ და ქვებიც დაუშინეს. დაზიანებულია მოქალაქის ავტომობილი. მას ემუქრებოდნენ და აგინებდნენ", - წერს ვიდეოს ავტორი და თვითმხილველი. გავრცელებული ინფორმაციით, ქართველი და უცხოელი პარაპლანისტების დაპირისპირების მიზეზი საფრენად საჭირო ადგილები გახდა. როგორც "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს მომხდართან დაკავშირებით გამოძიება 2 მუხლით მიმდინარეობს. კერძოდ - 126-ე და 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, რაც ძალადობას და ნივთის დაზიანებას გულისხმობს.
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ოდესაში, რუსული სამხედრო თავდასხმის შედეგად 16 ადამიანი დაშავდა
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)