00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 17:46:37, 1070 ნახვა

კომენტარი
სარალიძე: მხოლოდ სუბელიანზე არ მქონდა საუბარი - რატომ არ იკითხებიან ის პროკურორები, რომლებმაც საქმე „შეკერეს“

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამა, ზაზა სარალიძე, პროკურატურის ყოფილი მაღალჩინოსნის, მირზა სუბელიანის, დაკავებას ეხმაურება.

როგორც სარალიძემ "რუსთავი 2"-ის ეთერში განაცხადა, მისთვის გაუგებარია, თუ რატომ დააკავეს მხოლოდ მირზა სუბბელიანი, მაშინ როდესაც პასუხისგებაში საქმის პროკურორებიც უნდა მიეცნენ. 

„ძალიან კარგი ნაბიჯი გადადგა შსს-მ, მაგრამ აქ არ ყოფილა მარტო დანაშაულის და დამნაშავის დაფარვა. აქ იყო, რა ზემოქმედებას ახდენდა მირზა სუბელიანი ამ საქმესთან დაკავშირებით, როგორ "კერავდნენ" მისი დავალებით პროკურორები. ისიც მოვისმინე, რომ ამ წუთში სკოლის დირექტორის და ექსპერტების დაკითხვა მიმდინარეობს. ძალიან საინტერესოა, დღემდე რატომ არ გაისმა ის, რომ დაკითხონ საქმის პროკურორები, რომლებმაც "შეკერეს" ეს საქმე, ნუ მეთამაშებიან, რაა. ჯერ ერთი, მარტო სუბელიანის დაკავებაზე არ მქონდა მე იქ გამახვილებული ყურადღება და ძალიან ბევრი ადამიანი ჩამოვუთვალე, რომლებიც დღემდე დაკავებული უნდა ყოფილიყო. ძალიან ვთხოვ შინაგან საქმეთა მინისტრს, ნუ მეთამაშებიან. გუშინ მირზა სუბელიანის 9-საათიანი დაკითხვა იყო ერთგვარი გარიგება იმასთან დაკავშირებით, რომ მოჩვენებით დაეკავებინათ მირზა სუბელიანი. მაინც მივესალმები, რომ დააკავეს, მაგრამ ეს არ არის მხოლოდ და მხოლოდ ის საფუძველი, რომ თითქოსდა მარტო შეუტყობინებლობა იყო. საქმის გამყალბებლები და მირზა სუბელიანის დავალებით ვინ მოქმედებდა, ის პირები სულ ყველა დაკავებული უნდა იყოს“, - განაცხადა სარალიძემ.

ზაზა სარალიძის თქმით, ასევე საინტერესოა, რატომ არ აკავებენ მიხეილ კალანდიას, რომელმაც სასამართლო სხდომებზე ჩვენებები შეცვალა. სარალიძის ინფორმაციით, პარლამენტის წინ აქციები გაგრძელდება.

ცნობისთვის, ხორავას ქუჩაზე მკვლელობის საქმის ერთ-ერთი მოწმის მამა, პროკურატურის ყოფილი თანამშრომელი მირზა სუბელიანი დაკავებულია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics