00:52 - 29 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-09 09:52:55, 1248 ნახვა

კომენტარი
მარგველაშვილი: „ქართული ოცნების’’ პოლიტიკოსები თუ მივლენ 10 ივნისის აქციაზე, იქნება ძალიან სწორი

პრეზიდენტი გიორგი მარგველაშვილი მიიჩნევს, რომ 10 ივნისს დაგეგმილ აქციაზე "ქართული ოცნების" პოლიტიკოსები უნდა მივიდნენ. 

მარგველაშვილმა დასძინა, რომ მისთვის გაუგებარია, თუ რატომ არ იდგნენ მმართველი გუდის წარმომადგენლები გამართულ აქციებზე. 

„მე აქამდეც მიკვირდა, რომ „ქართული ოცნების“ პოლიტიკური სახეები, რატომღაც არ იყვნენ ამ მიტინგებზე. მიმჩანია, რომ გამომდინარე იმ პათოსიდან, რომლითაც ჩვენ ვიყავით გაერთიანებული 2012 წლამდე და 2012 წელს, ის ადამიანები, ვინც იქ ვიყავით გაერთიანებული, ჩვენი მთავარი გზავნილი საზოგადოების მიმართ სწორედ ამ თემასთან დაკავშირებით იყო. არ მესიმის რატომ არ იყვნენ იქ ის პოლიტიკოსები, რომლებიც „ქართული ოცნებაში’“ არიან გაერთიანებულები. იქ თუ მივლენ 10 ივნისს, ჩემი აზრით, იქნება ძალიან სწორი. ადამიანს რომელსაც უსამართლობის ტკივილი ამოძრავებს, რატომ არ შეიძლება, რომ შენ იქ იყო?! მინდა, რომ მათ გაიაზრონ მდგომარეობა, როდესაც მათ უნდა იდგნენ დაჩააგრული ადამიანის გვერდით. ასარჩევი მათი არაფერია - უნდა აირჩიონ პროკურორი თუ უნდა აირჩიონ ზაზა სარალიძე. ზაზა სარალიძის გვერდით უნდა იდგნენ ერთმნიშვნელოვნად",  - აღნიშნა გიორგი მარგველაშვილმა "ტვ პირველის" ეთერში.  





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics