2015-05-29 09:59:12, 389 ნახვა
პოლიტიკა
ირაკლი ღარიბაშვილი: ათონელის რეზიდენციას ჩვენ ვერ გავყიდით
საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, მთავრობას არ აქვს ფუფუნება, ათონელის რეზიდენცია უფუნქციოდ დატოვოს.
ამის შესახებ ღარიბაშვილმ მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.
ღარიბაშვილი იმედოვნებს, რომ პრეზიდენტი ათონელის რეზიდენციასთან დაკავშირებით გონივრულ გადაწყვეტილებას მიიღებს.
"რა თქმა უნდა მთავრობას, სახელმწიფოს, არ აქვს იმის ფუფუნება, რომ ასეთი ფეშენებელური, ასეთი ძვირადღირებული შენობა დარჩეს უფუნქციოდ. მაგრამ ასევე შენობის სტატუსიდან გამომდინარე, რეზიდენციას ჩვენ ვერ გაყიდით, ეს აშკარაა. პრაქტიკლად შეუძლებელია, რომ სხვანაირად განიკარგოს ეს შენობა. ასე რომ იმედი უნდა გამოვთქვათ, რომ პრეზიდენტი მიიღებს გონივრულ გადაწყვეტილებას ამ საკითხთან დაკავშირებით",- განაცხადა ღარიბაშვილმა.
ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან