|
2018-06-07 16:03:53, 878 ნახვა
საზოგადოება
ლევან დავითაშვილმა კონფერენცია GLOBAL G.A.P გახსნა
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა კონფერენცია „GLOBAL G.A.P განვითარების შესაძლებლობები საქართველოში“ გახსნა. ღონისძიებაზე ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებმა სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის შესახებ ამომწურავი ინფორმაცია მიიღეს. ლევან დავითაშვილის განცხადებით, კონსოლიდირებული სამინისტროს ფარგლებში, სტანდარტის პოპულარიზაციაზე მუშაობა მოქნილი და ეფექტიანი იქნება, რადგან სამინისტროს ხედვას გარემოზე ზემოქმედების მიმართ პასუხისმგებელი და მდგრადი სოფლის მეურნეობის განვითარება წარმოადგენს. როგორც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა. სწორედ ამ მიმართულებით, GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის პოპულარიზაციის სრულ მხარდაჭერას განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება. „მოგეხსენებათ, ჩვენი პოლიტიკა უკავშირდება სასოფლო-სამეურნეო სექტორში გარკვეულ ინტერვენციებს, ბაზრებზე ხელმისაწვდომობას და მათ დივერსიფიკაციას. საქართველოს ევროკავშირთან ღრმა და ყოვლისმომცველი თავისუფალი სავაჭრო სივრცის შესახებ შეთანხმება (DCFTA) მრავალ ვალდებულებას გვაკისრებს და საქართველოსთვის ხსნის ევროკავშირის შიდა ბაზარს. ევროკავშირის ბაზარი კი პროდუქციის შესაბამის ხარისხს და აღიარებას მოითხოვს. მე მოხარული ვარ დღევანდელ კონფერენციაში მონაწილეობით. GLOBAL G.A.P-ის სტანდარტის დანერგვა ჩვენი ფერმერებისთვის, მწარმოებლებისთვის უკავშირდება ახალი შესაძლებლობების გაჩენას და ალტერნატიული ბაზრების მოძიებას. ჩვენთვის მნიშვნელოვანია მაღალი ღირებულების ბაზრებზე წვდომა და ქართული პროდუქციის სანდოობის ზრდა“,- განაცხადა ლევან დავითაშვილმა „მე ვფიქრობ ეს ღონისძიება განსაკუთრებით მნიშვნელოვანია. დღეს, ყველა დაინტერესებული მხარე ერთ სივრცეშია წარმოდგენილი. ჩვენ ერთად ვისაუბრებთ GLOBAL G.A.P-ის, იგივე სასოფლო-სამეურნეო წარმოების სანიმუშო პრაქტიკის სტანდარტის მნიშვნელობის და წარმოებაში მისი დანერგვის შესახებ. ვფიქრობ, დღეს მიღებული ინფორმაცია მწარმოებლებს და ფერმერებს დაეხმარებათ პრაქტიკის გაუმჯობესებაში და ახალი ბაზრების მოძიებაში“, - განაცხადა GLOBAL G.A.P-ის სამდივნოს ექსპერტმა ეკონომიკურ საკითხებში ენრიკე ურიბემ. კონფერენცია საკონსულტაციო კომპანიის „GDSI“, ნიდერლანდების სამეფოს საელჩო საქართველოში და ინიციატივა „ტრაქტორის“ მხარდაჭერით სასტუმროში „Courtyard Marriott Tbilisi“ გაიმართა. კონფერენციას ფერმერული მეურნეობების წარმომადგენლებთან ერთად, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მის სისტემაში შემავალი უწყებების და საინფორმაციო - საკონსულტაციო სამსახურების წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
(NS)
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)