|
2014-12-31 14:43:46, 3947 ნახვა
პოლიტიკა
საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დაღუპულთა ოჯახებს და საქართველოს ეკლესიას სამძიმარს უცხადებს
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო მწუხარებას გამოთქვამს. „საგარეო საქმეთა სამინისტრო ღრმა მწუხარებას გამოხატავს ადრიატიკის ზღვაში დატრიალებული ტრაგედიის გამო, რომელსაც, ბოლო მონაცემებით 11 ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა, მათ შორის არის ქართველი სასულიერო პირი დავით აღმაშენებლის სახელობის მამათა მონასტრის წინამძღვარი, მამა ილია კარტოზია. საგარეო საქმეთა სამინისტრო უთანაგრძნობს ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ გაჩენილი ხანძრის შედეგად გარდაცვლილთა ოჯახის წევრებსა და ახლობლებს, საქართველოს ეკლესიას. სამინისტრო მზადყოფნას გამოთქვამს დახმარება გასწიოს გარდაცვლილი სასულიერო პირის სამშობლოში გადმოსვენებასთან დაკავშირებული ღონისძიებების გატარებაში. აქვე საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მადლობას უხდის ყველა იმ ქვეყნის მთავრობასა და შესაბამის სამსახურებს, რომლებიც ჩართულნი იყვნენ სამაშველო ოპერაციაში, რის შედეგადაც შესაძლებელი გახდა ბორან „ნორმან ატლანტიკზე“ მყოფი მგზავრების ნაწილის გადარჩენა, მათ შორის შვიდი საქართველოს მოქალაქეა“, - ნათქვამია საგარეო უწყების განცხადებაში.
|
რედაქტორის რჩევით
პოლიციის მიერ გორში ნაცემ ახალგაზრდებს საქმეზე საუბარი შანტაჟით აუკრძალეს, გაუთქმელობაზე მოაწერინეს ხელი ადვოკატსაც
გულით ტარებული სამკლაური: გურამ კაშიას ბრძოლა მოედანსა და მის მიღმა
ომი უკრაინაში
ISW: უკრაინაში რუსული არმია ტერიტორიებს ზედიზედ მეორე თვეა კარგავს
რუსეთმა კიევზე, დნეპრისა და ხარკოვზე დრონებითა და სარაკეტო იერიში მიიტანა, ათი ადამიანი დაიღუპა და 100-ზე მეტი დაიჭრა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)