08:05 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:12:34, 1218 ნახვა

სამართალი
თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ განზრახ მკვლელობაში ბრალდებული დამნაშავედ ცნო

თბილისის ნაფიც მსაჯულთა სასამართლომ სრულად გაიზიარა პროკურატურის მიერ წარდგენილი მტკიცებულებები და  განზრახ მკვლელობაში  ბრალდებული ი.ა. დამნაშავედ ცნო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით.

ბრალდების მხარემ სასამართლო სხდომებზე ბრალდებულ ი.ა.-ს მიერ ჩადენილი დანაშაულის დამადასტურებელი არაერთი მტკიცებულება გამოიკვლია. დაიკითხა ათობით, მათ შორის დანაშაულის თვითმხილველი მოწმე, რომლებმაც უშუალოდ ამოიცნეს ბრალდებული, ასევე გამოკვლეული იქნა წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები,  მათ შორის მკვლელობის იარაღი - დანა და ბრალდებულის ტანსაცმელი, რომელზეც მოკლულის სისხლი აღმოჩნდა.

სასამართლო პროცესზე გამოკვლეული მტკიცებულებებით დადასტურდა, რომ  2017 წლის 15 სექტემბერს,  დაახლოებით  22:40 საათზე, ქ.თბილისში, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირზე მდებარე საცხოვრებელ კომპლექს „დირსის" მიმდებარე ტერიტორიაზე, ი.ა.-მ შურისძიების მოტივით, განზრახ მოკვლის მიზნით მ.ა.-ს დანით გულმკერდის არეში მიაყენა ჭრილობა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული მძიმე დაზიანების შედეგად მ.ა. ადგილზე გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა ი.ა. 2017 წლის 16 სექტემბერს, ქ. რუსთავში დააკავეს. მას ბრალდება სისხლის სამართლის კოდექსის 108-ე მუხლით (განზრახ მკვლელობა) წარედგინა და აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა. 

ნაფიცი მსაჯულების მიერ გამამტყუნებელი ვერდიქტის საფუძველზე სასამართლომ ი.ა. დამნაშავედ სცნო წარდგენილ ბრალდებაში  და სასჯელის სახედ და ზომად 12 წლით თავისუფლების აღკვეთა განუსაზღვრა.

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics