08:03 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-06 16:08:02, 1552 ნახვა

სამართალი
ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის 8 ქალს უჩივლებს

ზვიად დევდარიანი, პატივისა და ღირსების შელახვისთვის სასამართლოს მიმართავს და იმ ქალებს უჩივის, ვინც ის სექსუალურ შევიწროებაში დაადანაშაულა. 

ზვიად დევდარიანის ადვოკატის დიმიტრი გაბუნიას განცხადებით, მისი დაცვის ქვეშ მყოფის წინააღმდეგ მიზანმიმართული კამპანია განხორციელდა.

როგორც ადვოკატმა აღნიშნა, ორ დღეში დაასახელებს იმ კონკრეტულ პირებს, ვინც ამ კამპანიის დაგეგმაში მონაწილეობდა.

გაბუნიას ინფორმაციით, სარჩელი დაახლოებით 8 პირის წინააღმდეგაა მიმართული. 

სიდა-ს ყოფილი აღმასრულებელი დირექტორი, ზვიად დევდარიანი   შინაგან საქმეთა სამინისტროსაც მიმართავს და მოითხოვს ადევნების მუხლით დაწყებული გამოძიება შეწყდეს. 

„დაახლოებით რვა პირი იქნება. ამ ეტაპზე ძალიან მინდა, რომ დავასახელო ეს პირები. მე შემიძლია დავაანონსო საკმაოდ სკანდალური პროცესი. ისინი არ არიან რიგითი პირები. ერთი რამ შემიძლია ვთქვა, რომ ისინი არიან იმ ჯგუფის წევრები ვინც დაგეგმა საზმაუს ბორდში თავისი კანდიდატურის გაყვანა,“-განაცხადა დიმიტრი გაბუნიამ.

ჟურნალისტების კითხვაზე არიან თუ არა ამ პირებში ნინია კაკაბაძე ან ბაია პატარაია, გაბუნიამ განაცხადა, რომ არ გამორიცხავს. 

ზვიად დევდარიანი ამბობს, რომ ის დეტალურად გაეცნო იმ საჩივარს, რომლითაც მის წინააღმდეგ დაიწყო გამოძიება. მისი თქმით ის არაფერია თუ არა ჭორაობა.

„ის რაც ჩვენ აქ ვნახეთ, უფროს სწორედ სამი საჩივარი რომელიც გადმოგვეცა ორი კვირის წინ რეალურად არის ჭორაობა ორ გვერდზე. რაზეც თითოეულზე, ამ ორ გვერდიან საჩივარზე დაახლოებით 15 გვერდიანი პასუხი გავეცი. ანუ  ყველა სიტყვას, ყველა წინადადებას და ყველა აბზაცს გაეცა ჩემი მხრიდან ამომწურავი პასუხი,“-განაცხადა ზვიად დევდარიანმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
შსს-ს გენერალური ინსპექციის უფროსმა, დავით არჩვაძემ თანამდებობა დატოვა
ბოჭორიშვილი: მოსკოვის მექანიზმი პოლიტიკური მიზნებისთვის ამოქმედებული ინსტრუმენტია
„ყველა სექტორში შენელება“ - რუსეთის ეკონომიკამ კვარტალი პირველად ვარდნით დაასრულა
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics