23:40 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 18:17:19, 1122 ნახვა

კომენტარი
ხმალაძე - მეტროს გაჩერების გამო, დღიური ზარალი დაახლოებით 40-45 ათასი ლარია

„დღიური ზარალი არ არის არც 600 000 და არც 300 000, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო“,  - ამის შესახებ თბილისის ვიცე-მერმა ირაკლი ხმალაძემ განაცხადა.

მან კიდევ ერთხელ განმარტა, რომ მოცემულ ვითარებაში მერიას მემანქანეებისთვის ანაზღაურების გაზრდის საშუალება არ აქვს.

„დღეს საუბარია იმაზე, რომ 2018 წელს ამის რესურსი არ არის და ვისაუბროთ 2019-ზე. იმ შემთხვევაში, თუ მიმდინარე წელსაც მოიძებნება რამე რესურსი, რომ მივიღოთ სამართლიანი გადაწყვეტილებები შრომის სამართლიან ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მერია მზად არის ეს ნაბიჯები გადადგას. მოცემულ შემთხვევაში მიმდინარე წელს ჩვენ ამის საშუალება არ გვაქვს. დღიური ზარალი არ არის არც 600 000 და არც 300 000, ის არის დაახლოებით 40-45 ათასი ლარი, იქიდან გამომდინარე, რომ გაჩერებულია მეტრო და თუ ერთის მხრივ არ შემოდის შემოსავალი, მეორეს მხრივ არ იხარჯება გარკვეული თანხები მეტროს ოპერირებისთვის“, - განაცხადა ხმალაძემ.

შეგახსენებთ, რომ 3 ივნისს, 15:00 საათზე მეტროპოლიტენის მემანქანეებმა გაფიცვის შესახებ განაცხადეს. მათ შიმშილობაც დაიწყეს. ისინი ხელფასების 45%-ით გაზრდას ითხოვენ. როგორც მემანქანეებმა განაცხადეს, ისინი გაფიცვას იქამდე გააგრძელებენ, სანამ მათი მოთხოვნები არ დაკმაყოფილდება. აღნიშნულის გამო, უკვე მეორე დღეა დედაქალაქის ყველა მეტროსადგური დაკეტილია.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics