|
2018-06-05 09:01:04, 876 ნახვა
საზოგადოება
თბილისის ცხრა რაიონს ელექტრომომარაგება დროებით შეეზღუდება
კომპანია „თელასის“ ინფორმაციით, გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, დედაქალაქის 9 რაიონში ელექტრომომარაგება დროებით შეიზღუდება. კრწანისის რაიონში, სოფელი ფონიჭალის და ფონიჭალის მოსახლეობას დენი 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეუწყდება. 11:00 საათიდან 16:00 საათამდე ელექტროენერგია შეწყდება III ხეივნის, დიდი ხეივნის, დიდი ხეივნის I, II ქუჩების, ვლადიმერ წითლანაძის, რევაზ სირაძის, გულუას, ყავლაშვილის, ერეკლე მეორეს, კოტე აფხაზის, ივერიის და ანტონ კათალიკოსის ქუჩებზე. მთაწმინდის რაიონში, 9 მარტისა და საქანელას ქუჩებზე დენი 11:00 საათიდან 13:00 საათამდე შეწყდება. ჩუღურეთის რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. კერძოდ, პაატა სააკაძის, ასპინძის, არსენალის და ეკატერინე ჭავჭავაძის ქუჩებზე. გლდანის რაიონში, გლდანის მასივის VII მიკრორაიონის, სოფელი გლდანის და ლიბანის ქუჩის მაცხოვრებლებს დენი 11:00 საათიდან 16:00 საათამდე შეუწყდებათ. ვაკის რაიონში ელექტროენერგიის მიწოდება 12:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ილია ჭავჭავაძის გამზირსა და ნინო რამიშვილის ქუჩაზე. საბურთალოს რაიონში ელექტრომომარაგება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია ნუცუბიძის პლატოს I, IV, V მიკრორაიონების (ნაწილობრივ), ვაჟა-ფშაველას გამზირის (ნაწილობრივ), ყაზბეგის გამზირის (ნაწილობრივ), ქავთარაძის (ნაწილობრივ), პოლიტკოვსკაიას, მარგიანის, ჟღენტის, ბუდაპეშტის, ოთარ ჭილაძის, საბურთალოს და სულხან ცინცაძის ქუჩებზე. გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების გამო, 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეიზღუდება. საუბარია გარდაბნის გზატკეცილის (ნაწილობრივ), წმინდა ბარბარეს უბნის, მარნეულის, ქინძმარაულის, გარდაბნის, აღნიაშვილის, გიგინეიშვილის, თეკლა ბატონიშვილის, კიკნაძის, პერინის, ალიხანაშვილის და ბოგდან ხმელნიცკის (ნაწილობრივ) ქუჩებზე. დიდუბის რაიონის მოსახლეობას ელექტროენერგიის მიწოდება 10:00 საათიდან 18:00 საათამდე შეეზღუდება. საუბარია მიქელაძის (ნაწილობრივ) და ბელიაშვილის (ნაწილობრივ) ქუჩებზე.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)