00:37 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-05 08:26:39, 1083 ნახვა

პოლიტიკა
საგარეო საქმეთა მინისტრი ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს შეხვდა

საქართველოს ვიცე-პრემირმა, საგარეო საქმეთა მინისტრმა, მიხეილ ჯანელიძემ შეხვედრა გამართა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურთან, გენერალ დენის მერსიესთან, რომელიც საქართველოში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტი (SNGP) 2018 კონფერენციაში მონაწილეობის მისაღებად ჩამოვიდა.

შეხვედრაზე განხილულ იქნა საქართველოს ნატო-ში გაწევრიანების პროცესის მიმდინარეობა და ნატო-ს ბრიუსელის სამიტისათვის მზადების საკითხი. ყურადღება გამახვილდა ნატო-ში გაწევრიანების მზადების კონტექსტში ნატო-საქართველოს არსებით ღონისძიებათა პაკეტის (SNGP) მნიშვნელობაზე. აღინიშნა SNGP-ის განხორციელებაში მიღწეული პროგრესი და SNGP-ის წარმატებაში ნატო-ს წევრი და პარტნიორი ქვეყნების აქტიური  წვლილი.

მხარეებმა ასევე ისაუბრეს საქართველოში მიმდინარე დემოკრატიულ რეფორმებზე და რეგიონში არსებულ უსაფრთხოების გარემოზე. მინისტრმა ნატოს ტრანსფორმაციის გაერთიანებული სარდლობის (SACT) მეთაურს მიაწოდა ინფორმაცია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე მიმდინარე მოვლენებზე. საუბარი ასევე შეეხო შავი ზღვის უსაფრთხოების კუთხით ნატო-საქართველოს შორის არსებულ თანამშრომლობას.

გენერალმა მერსიემ განსაკუთრებული მადლიერება გამოხატა საქართველოსადმი საერთო ევრო-ატლანტიკური უსაფრთხოების განმტკიცების საქმეში შეტანილი მნიშვნელოვანი წვლილისთვის და აღნიშნა ქართული შეიარაღებული ძალების პროფესიონალიზმის მაღალი დონე.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics