|
2018-06-04 19:29:13, 1241 ნახვა
საზოგადოება
ლევან გორგაძეს (ტოჩინოშინი) პარლამენტში უმასპინძლეს (ვიდეო)
საქართველოს პარლამენტს დღეს იმპერატორის თასის მფლობელი ქართველი სუმოისტი, ოძეკი ლევან გორგაძე (ტოჩინოშინი) ეწვია, რომელსაც პარლამენტის თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ უმასპინძლა. პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, ირაკლი კობახიძემ ლევან გორგაძეს, პარლამენტის სახელით, „ვეფხისტყაოსანი" და საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 100 წლისთავთან დაკავშირებით, ეროვნული ბანკის მიერ გამოშვებული საკოლექციო მონეტა გადასცა. „ჩვენ დღეს ვუმასპინძლეთ პარლამენტში ჩვენს სახელოვან სპორტსმენს, ტოჩინოშინს, რომელიც ნამდვილად არის ჩვენი ელჩი იაპონიაში. თითოეულ ჩვენგანს ძალიან გაგვიხარდა, ის უდიდესი წარმატება, რომელიც ჩვენმა სახელოვანმა სპორტსმენმა მოიპოვა. 90-იანი წლებიდან ვუყურებ სუმოს და მაშინ ვერც კი წარმომედგინა, რომ შესაძლებელი იყო, ერთ მშვენიერ დღეს, ჩვენს თანამემამულეს, ამხელა ტურნირი მოეგო. ეს იყო ძალიან დიდი სიხარული თითოეული ჩვენგანისთვის და მეამაყება, რომ დღეს ჩვენ პარლამენტში ტოჩინოშინს ვმასპინძლობდით. იგი მისაბაძი მაგალითია თითოეული ბავშვისთვის, ჩვენი მომავალი თაობისთვის, მისაბაძი მაგალითია იმის, თუ როგორ შეიძლება შრომით მიაღწიო უმაღლეს მწვერვალებს და მადლობა მინდა მას გადავუხადო ამისთვის",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. პარლამენტის თავმჯდომარემ ლევან გორგაძეს სამომავლო წარმატებები და გამარჯვებები უსურვა. „ძალიან დიდი ემოციებით შემხვდნენ აეროპორტში. ნამდვილად არ ველოდი, თუ ამდენი ადამიანი დამხვდებოდა, ძალიან გახარებული ვარ და რაც ყველაზე მთავარია, ჩემი შვილი 7 თვეა, რაც დაიბადა და დღეს აეროპორტში პირველად დავიჭირე ხელში. ბედნიერი ვარ. დღეს კიდევ იმით ვარ ბედნიერი, რომ რაინდის წოდება მომანიჭეს, ამისთვის დიდ მადლობას გიხდით. მომავალში, შევეცდები, რომ რაინდის წოდება ვატარო ისე, რომ იოკუძუნობამდე მივაღწიო",- განაცხადა ლევან გორგაძემ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)