00:38 - 11 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-04 18:04:23, 1106 ნახვა

პოლიტიკა
იზორია: საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით საქართველომ სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა

„საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით და ჩვენი გამბედაობით, მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა“ 
ამის შესახებ თავდაცვის მინისტრმა ნატო-საქართველოს არსებითი პაკეტის (SNGP-2018) თბილისში გამართულ კონფერენციაზე განაცხადა.

როგორც ლევან იზორიამ აღნიშნა, თავდაცვის ტრანფორმაციის პროცესში ჩვენი ისტორია მთავარი მეგზურია.

„2018 წელი საქართველოსთვის მნიშვნელოვანი წელია. 10 წელი სრულდება ბუქარესტის სამიტზე მიღებული დეკლარაციიდან, რომლის დროსაც გაცხადდა, რომ საქართველო ნატოს წევრი გახდება. 10 წელი ხდება 2008 წლის აგვისტოს ომიდან და ბოლოს, რამდენიმე დღის წინ, 26 მაისს, 1918 წელს საქართველოს დამოუკიდებლობის დეკლარაციიდან საუკუნის იუბილე ვიზეიმეთ. ეს მნიშვნელოვანი თარიღები ჩვენს განვლილ გზას და ამავე დროს ჩვენ წარმატებას წარმოადგენს. 2018 წელი სიმბოლურად აერთიანებს ჩვენს კოლექტიურ მეხსიერებას, ჩვენს უახლესი ისტორიის მანძილზე განვლილ ყველა მნიშვნელოვან გზას. და დღეს, მოხარული ვარ განვაცხადო, რომ ვადგავართ პროგრესის, ურყევი ძალისხმევისა და წარმატებების გზას. საერთაშორისო თანამეგობრობაში წარმატებებული ჩართულობით და ჩვენი გამბედაობით, მდგრადობით საქართველომ სანდო, ღირსეული და სამაგალითო პარტნიორის სახელი მოიპოვა", - განაცხადა იზორიამ. 

 

(NS)

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics