2018-06-04 17:47:14, 1252 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტის საგამოძიებო კომისიას, სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს
საპარლამენტო საგამოძიებო კომისიას, რომელიც ქურავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმეს შეისწავლის, "ევროპული საქართველოს" წევრი სერგი კაპანაძე უხელმძღვანელებს.
როგორც "ევროპული საქართველოს" წევრმა გიგა ბოკერიამ აღნიშნა, კაპანაძე საქმეს დიდი პასუხისმგებლობით მოეკიდება.
"პარლამენტში იქნება საგამოძიებო კომისია, უმცირესობის ხელმძღვანელობის ქვეშ. ამ კომისიას ეყოლება ჩვენს მიერ შერჩეული თავმჯდომარე. გვქონდა კონსულტაციები ფრაქციის შიგნით და ამ პასუხისმგებლიან თანამდებობაზე შევარჩიეთ სერგი კაპანაძე. დარწმუნებული ვარ სერგი პასუხისმგებლობით მოეკიდება ამ მნიშვნელოვა საქმეს", - განაცხადა გიგა ბოკერიამ.
ავტორი: ,