|
2018-06-04 17:31:31, 1116 ნახვა
კომენტარი
ადვოკატი: შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ მოთხოვნებზე რეაგირება მოხდება
„კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება“, - ამის შესახებ ჟურნალისტებს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამის, მალხაზ მაჩალიკაშვილის ადვოკატმა მარიამ კუბლაშვილმა პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ განუცხადა. მისივე თქმით, პრემიერმა დეტალურად მოინიშნა ყველაფერი და დადო პირობა, რომ მაჩალიკაშვილის საქმეს პირად კონტროლს გაუწევს. „შეხვედრა დასრულდა. ჩვენ გავიარეთ ყველა ის დეტალი, რომელიც აქტუალურია. მოხდა აქცენტირება იმ მინუსებსა და პრობლემურ ნაწილზე, რომელიც ეხება თემირლან მაჩალიკაშვილის გარდაცვალების ფაქტს და მის უდანაშაულოდ ცნობას. პრემიერი გვისმენდა ყველაფერზე, დეტალურად მოინიშნა ყველაფერი. აშკარა იყო, რომ მან ამ საქმის შესახებ გარკვეული დეტალები იცოდა, მოგვცა პირობა, რომ პირად კონტროლს გაუწევს ამ საქმეს, უშუალოდ აწარმოებს საქმის დეტალების კიდევ ერთხელ შესწავლას, ასევე შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციას. პირობა ძალიან რთულია მისი მხრიდან, ვინ იქნება დასჯილი და ა.შ. თუმცა ჩვენს მოთხოვნებზე, ის რაც ადეკვატურია, უშუალოდ შეისწავლის და მოხდება რეაგირება. კონკრეტული შედეგი, რომ ხვალ დაისჯება დამნაშავე არ გვაქვს, თუმცა გვაქვს პირობა, რომ ყველა ჩვენი მოთხოვნა იქნება დეტალურად შესწავლილი და მასზე რეაგირება აუცილებლად იქნება, თუკი ამის საფუძველი იარსებებს“, - განაცხადა მარიამ კუბლაშვილმა. რაც შეეხება აქციებს, მისი თქმით, მოთხოვნების შეუსრულებლობის შემთხვევაში აქციები ჩატარდება. „იმ შემთხვევაში, თუ ჩვენი მოთხოვნა არ დაკმაყოფილდება, ცხადია აქციები იქნება, კიდევ უფრო მასშტაბური. ჩვენი მოთხოვნა არის უცვლელი, დამნაშავე უნდა დაისაჯოს. პრემიერს აქვს გონივრული ვადა, 10-14 დღე“, - აღნიშნა მარიმ კუბლაშვილმა. ცნობისთვის, მთავრობის ადმინისტრაციაში საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მალხაზ მაჩალიკაშვილს და მის ადვოკატს, მარიამ კუბლაშვილს შეხვდა. შეხვედრას შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია და სახალხო დამცველი ნინო ლომჯარია ესწრებოდნენ.
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)