|
2018-06-04 13:00:37, 1248 ნახვა
ეკონომიკა
ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - თბილისში EuroDIG 2018-მა დაიწყო მუშაობა
თბილისში დღეიდან ფორუმი EuroDIG 2018 - „ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე“ იმართება. ფორუმის მასპინძელია საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტრო, მასში მონაწილეობას იღებს 500-ზე მეტი სტუმარი ევროპის ქვეყნებიდან და ევროსტრუქტურებიდან, მათ შორის - სანდრა ჰოფერიხტერი, EuroDIG -ის გენერალური მდივანი; ევროპის პარლამენტის წევრი (პოლონეთის რესპუბლიკის გაციფროვნების ყოფილი მინისტრი) მიხალ ბონი; ევროპის სატელეკომუნიკაციო ქსელების ოპერატორთა ასოციაციის (ETNO) გენერალური დირექტორი ლის ფური; ინტერნეტ საზოგადოების (ISOC) ვიცე პრეზიდენტი რაულ ეჩებერია და სხვა მაღალი დონის წარმომადგენლები. ფორუმი ოფიციალურად 5 ივნისს გაიხსნება, ღონისძიებას საქართველოს პირველი ვიცე პრემიერი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი დიმიტრი ქუმსიშვილი გახსნის. ფორუმის მონაწილეებს ვიდეომისალმებით მიმართავს მარია გაბრიელი - ევროკავშირის ციფრული ეკონომიკისა და საზოგადოების კომისარი. ფორუმში მონაწილეობას მიიღებენ სხვადასხვა დაინტერესებული მხარეები როგორც სამთავრობო, ისე კერძო, აკადემიური და არასამთავრობო სექტორებიდან. EuroDIG 2018 თბილისში 4-6 ივნისს სასტუმრო „რუმსში“ იმართება, ჩატარდება რამდენიმე პანელი და დისკუსია, ასევე გაიმართება პრეზენტაციები. ფორუმის მონაწილეები იმსჯელებენ ისეთ საკითხებზე, როგორიცაა: კიბერუსაფრთხოება და საერთაშირისო ნორმები; საავტორო უფლებების რეფორმა ევროპაში; ICT კლასტერის პრეზენტაცია; ბრძოლა დისკრიმინაციის წინააღმდეგ; კონფედენციალურობა ყველგან: პრობლემებთან გამკლავების გზები; ინფორმაციური ქაოსი: მიზეზები, რისკები და მოგვარების გზები; ბლოკჩეინების განვითარება; ეკონომიკური შესაძლებლობები და უსაფრთხოების გამოწვევები და ა.შ. ამასთან, EuroDIG 2018-ის ფარგლებში რამდენიმე შეხვედრა გაიმართება, მათ შორის სტრატაპერებთან და თავისუფლების ონლიაინ კოალიციის შეხვედრა. ევროპული დიალოგი ინტერნეტ მმართველობის საკითხებზე - EuroDIG პლატფორმა რამდენიმე ორგანიზაციის, სამთავრობო წარმომადგენლებისა და ექსპერტების მიერ 2008 წელს შეიქმნა. EuroDIG-ის წლიური მუშაობის დასკვნით ფაზას წარმოადგენს EuroDIG-ის „გზავნილები“ და წინადადებები, რომლებიც წარედგინება გაეროს „ინტერნეტ მმართველობის ფორუმს“ (IGF). EuroDIG ყოველწლიურად ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში იმართება და წარმოადგენს ევროპის ფარგლებში ყველაზე მასშტაბურ, ღია და მრავალმხრივ ევროპულ პლატფორმას მოსაზრებებისა და საუკეთესო გამოცდილების გასაცვლელად - თუ როგორ უნდა იმართებოდეს ინტერნეტი.
(NS)
შსს-მ ნარკოდანაშაულის ბრალდებით 84 პირი დააკავა
ონლაინ პლადფორმა „ისურვე“ გამოწერ ნივთებს აგვიანებს, ან თანხებს არ აბრუნებს, პლადფორმა გააფრთხილეს
თიბისის მხარდაჭერით „ქოლგა თბილისი ფოტო“ 25-ე საიუბილეო წელს აღნიშნავს
სადაზღვევო კომპანია Wizer Insurance-სა და JPD Group-ს შორის თანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)