22:19 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 19:25:58, 1243 ნახვა

კომენტარი
მალხაზ მაჩალიკაშვილი: რამაზანის დასრულების შემდეგ მე ვაპირებ აქციებს

რამაზანის დასრულების შემდეგ მე ვაპირებ აქციებს, - ამის შესახებ პანკისის ხეობაში ჩატარებული სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან განაცხადა.

მისი თქმით, საკუთარი სიმართლის დასამტკიცებლად ქართველი ხალხის გვერდში დგომის იმედი აქვს.

„მთელი პასუხისმგებლობით ვაცხადებ, რომ მთლიანად პანკისის ხეობა და ქისტი მოსახლეობა ქართველი ერის გვერდში იქნება. როგორც ავრცელებენ ინფორმაციას, პანკისის ხეობაში ტერორისტებს არ ზრდიან. იქ ვაჟკაცებს ზრდიან. პირველივე დღიდან, რაც ზაზამ დამირეკა და ჩემსავით გამწარებული იყო, სიტყვა მივეცი, რომ მის გვერდით ვიდგებოდი. ამას შევასრულებ.

ჩვენთან ამჟამად რამაზანია. მთელი დღე უჭმელები ვართ, მაგრამ მაინც თქვენთან ვართ. ამის დასრულების შემდეგ აქციები უნდა დამეანონსებინა. ამას მნიშვნელობა არ აქვს პოლიტიკური იქნება თუ არაპოლიტიკური. მთავარია გვერდში დგომა“, - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics