22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 15:56:23, 1009 ნახვა

კომენტარი
ირაკლი კობახიძე: დროებითი საგამოძიებო კომისიის შემადგენლობა, მომდევნო კვირაში, პარლამენტის რიგგარეშე სხდომაზე ჩამოყალიბდება

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის განცხადებით, „ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს სხდომაზე განხილვის ერთ-ერთი თემა ხორავას ქუჩაზე მოზარდა მკვლელობის ფაქტის შემსწავლელი დროებითი საგამოძიებო კომისიის ფორმირების პრინციპები იყო.  

როგორც მედიასთან საუბრისას ირაკლი კობახიძემ აღნიშნა, მომავალ კვირას, სავარაუდოდ, პარლამენტის რიგგარეშე სხდომა გაიმართება, სადაც კომისიის შემადგენლობა ჩამოყალიბდება.

„დღეს გაიმართა პარტიის პოლიტსაბჭოს მორიგი სხდომა, სადაც ვიმსჯელეთ ძირითადად ორ საკითხთან დაკავშირებით. პირველი განსახილველი თემა იყო საგამოძიებო კომისია. ჩვენ ვისაუბრეთ ამ კომისიის ფორმირების პრინციპებზე. მათ შორის ვისაუბრეთ ჩვენი მხიდან სავარაუდო შემადგენლობაზე, რომელიც იქნება წარმოდგენილი კომისიაში და საბოლოოდ ჩამოყალიბდება კომისიის შემადგენლობა მას შემდეგ, რაც გავივლით კონსულტაციებს   ოპოზიციასთან. სავარაუდოდ, ჩვენ დაგვჭირდება რიგგარეშე სხდომის  ჩატარება, მოწვევა მომავალ კვირაში  და იმ სხდომაზე ჩამოყალიბდება უკვე კომისიის შემადგენლობა. ეს იყო პირველი საკითხი",- აღნიშნა ირაკლი კობახიძემ.

პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა, რომ საგამოძიებო კომისია მნიშვნელოვანი ინსტრუმენტია ხორავას ქუჩაზე მომხდარისთვის ნათელის მოსაფენად.

"ჩვენ ვსაუბრობთ იმაზე, რომ საგამოძიებო კომისია არის ძალიან მნიშვნელოვანი ინსტრუმენტი ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად. შესაბამისად, ეს იყო ინიციატივა, როგორც მოგეხსენებათ, საპარლამენტო  უმცირესობის და მათი ინიციატივის საფუძველზე შეიქმნა ეს კომისია და ეს არის ძალიან კარგი ინსტრუმენტი იმისათვის, რომ ჩვენ საბოლოოდ ნათელი მოვფინოთ ამ საქმეს. ჩვენი მიზანი ეს არის, ჩვენი ამოცანა ეს არის და ამაზე გვექნება კონსულტაციები, რა თქმა უნდა, ოპოზიციასთან",- განაცხადა ირაკლი კობახიძემ. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics