22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 13:13:38, 1117 ნახვა

კომენტარი
ელისაშვილი: კონსულტაციებისთვის არ მოვსულვარ, მინდა, ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა

მე მინდა, რომ ზაზა სარალიძე „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა, - ამის შესახებ ალეკო ელისაშვილმა პარლამენტის შენობასთან განაცხადა. 

მისი  თქმით, დღეს „ნაციონალური მოძრაობა“ ზაზა სარალიძეს ქვეყანაში რევოლუციის მოსაწყობად იყენებს, რაც დაუშვებელია. 

ელისაშვილი სარალიძეს ვერ შეხვდა, ვინაიდან სარალიძე ამ წუთებში რუსთაველზე არ იმყოფება და ელისაშვილის ინფორმაციით, მისი მობილური ტელეფონიც ამ დროისთვის გამორთულია.

„მე მოვედი არა კონსულტაციისთვის, არამედ იმისთვის, რომ ზაზა სარალიძე ვნახო. სამწუხაროდ, ის არც კარავშია და ტელეფონიც გამორთული აქვს. მე მინდა, რომ ის „ნაციონალური მოძრაობის“ მძევლობიდან დავიხსნა. „ნაციონალური მოძრაობა“ მის ტკივილს აშკარად იყენებს რევოლუციის დასაწყებად. ეს დაუშვებელია და დიდი უსინდისობაა. ამით მთლიანად იფანტება ის ყველაფერი, რაც ამ დღეების განმავლობაში იყო. დღეს დაგეგმილი აქციით ერთის მხრივ „ნაციონალური მოძრაობა“ დაეხმარება „ქართულ ოცნებას“ გამოძვრეს სიტუაციიდან. ეს იყო გულწრფელი პროტესტი გამწარებული ადამიანის, მაგრამ ეს ტკივილი გამოიყენეს", - განაცხადა ალეკო ელისაშვილმა. 

ალეკო ელისაშვილი მიმართავს ქართულ ოცნებას და მოუწოდებს, დღის ბოლომდე დაასახელოს პროკურორობის კანდიდატებად ან შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე.

„თუკი რაიმე ჭკუა აქვთ „ქართულ ოცნებაში“, მინდა მათ კატეგორიულად მივმართო – „ქართულმა ოცნებამ“ დღის ბოლომდე დაასახელოს მთავარ პროკურორად შალვა შავგულიძე ან ანა დოლიძე და არავინ სხვა. ტვინს აურევენ „ნაციონალური მოძრაობის“ წევრები ზაზა სარალიძეს, მაგრამ ეს იმას არ ნიშნავს, რომ ყველაფერი ამით დასრულდება“, – განაცხადა  ელისაშვილმა. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics