23:09 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-03 10:38:22, 1375 ნახვა

პოლიტიკა
კახიძე: „ევროპული საქართველო“ ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს

„ევროპული საქართველო“  საპროტესტო აქციასთან დაკავშირებით შექმნილ ოპოზიციურ გაერთიანებაში შესვლას კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს-  ამის შესახებ პარტიის წევრმა ოთარ კახიძემ განაცხადა.

მისი თქმით, „ევროპული საქართველო“ გააგრძელებს კონსულტაციებს, როგორც ზაზა სარალიძესთან, ასევე სხვა პოლიტიკურ პარტიებთან.

„აქციის ორგანიზებისთვის, კარავში 5-წუთიანი შეხვედრა და აზრთა გაცვლა-გამოცვლა საკმარისი არაა. ჩვენ კონსულტაციებს გავაგრძელებთ. „ევროპული საქართველო“ პასუხისმგებლობას იღებს, იმ განცხადებებზე და მოწოდებებზე, რომელსაც ვაკეთებთ ჩვენ. განვაგრძობთ კონსულტაციებს როგორც ბატონ ზაზა სარალიძესთან, ისე პოლიტიკურ პარტიებთან. აქცია უნდა გაგრძელდეს, რათა ხელისუფლებამ არ იფიქროს, რომ თითქოს რაღაც დამთავრდა. პარალელურად უნდა გაგრძელდეს პროცესი, რომელიც ეხება ხელისუფლების მაქსიმალურ შევიწროვებას, რათა დანიშნოს საზოგადოებისთვის მისაღები პროკურორი და არ მოგვახვიოს თავს მორიგი მარიონეტი. პარალელურად უნდა გაგრძელდეს საგამოძიებო კომისიის მუშაობა. კომისიამ უნდა გამოავლინოს ის ფაქტები, რომელმაც საზოგადოებამ არ იცის. პროტესტი და საგამოძიებო კომისია ერთმანეთის ალტერნატივა არ არის. „ევროპული საქართველო“ გავაგრძელებთ როგორც ბატონი ზაზა სარალიძის გვერდით დგომას, ისე საზოგადოებისთვის იმ ინფორმაციის მიწოდებას, თუ რა მოხდა სარალიძის და დადუნაშვილის მკვლელობის საქმეში“, - განაცხადა კახიძემ.

შეგახსენებთ, რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან დღეს, 18:00 საათზე აქცია  “ნუ მომკლავ!“-ს ნაცვლად ოპოზიციური პარტიების მიერ დაანონსებული საინფორმაციო მიტინგი გაიმართება, სადაც  ისინი სამოქმედო გეგმის შესახებ ისაუბრებენ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ლონდონში ანტისემიტიზმის წინააღმდეგ მასობრივი მიტინგი გაიმართა
რეჟიმის წარმომადგენელი პაპუაშვილი - ფიშერის ფაილი დახურულია, გერმანიაში მის გამგზავრებას ველოდებით
საპატრიარქოში აცხადებენ, რომ საეკლესიო კრებაზე 1 200-მდე დელეგატი იქნება
პატრიარქის არჩევასთან დაკავშირებით, 11 მაისს, 09:00 საათიდან 18:00-მდე სამების მიმდებარე ტერიტორიაზე, რამდენიმე მიმართულებით საავტომობილო მოძრაობა შეიზღუდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics