|
2018-06-02 23:59:58, 1638 ნახვა
საზოგადოება
პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა
საპატრულო პოლიციის უფროსის, თეიმურაზ კუპატაძის ინფორმაციით, პარლამენტთან მიმდინარე აქციის მონაწილეებსა და ორგანიზატორებს შორის შეხლა-შემოხლა მოხდა. როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, მათი უთანხმოება აქციის სამომავლო გეგმებს უკავშირდებოდა. „აქციის მონაწილეებს და ორგანიზატორებს შორის ხვალინდელ გეგმებთან დაკავშირებით მოხდა გარკვეული შეხლა-შემოხლა. ვერ გაარკვიეს თუ როგორ უნდა იმოქმედონ და რა სამოქმედო გეგმები ექნებათ ხვალ. გარკვეული მიმართულება იყო პოლიტიკურ შეხედულებებთან დაკავშირებით. მოვიდა პიროვნება, რომელიც მოუწოდებდა, რომ გაეყვანათ პოლიტიკური პარტიები და თავისუფალი აზრის გამოხატვის უფლება მისცემოდა ყველა მოქალაქეს პოლიტიკური მოსაზრებების გარეშე. ამასთან დაკავშირებით ბატონ ზვიად კუპრავასთან მოუვიდათ შეხლა-შემოხლა, რაც განმუხტული იყო ჩვენი მხრიდან. საპატრულო პოლიცია 24-საათიან რეჟიმში აკონტროლებს აქციას და აქციის მონაწილეებს იცავს“, - განაცხადა კუპატაძემ. მისივე თქმით, კარავში რამდენიმე ნასვამი პიროვნება იმყოფებოდა, რომლებსაც სამედიცინო დახმარება დასჭირდათ. „კარვიდან ხმაური გამოდიოდა. რამოდენიმე ნასვამი პიროვნება იყო კარავში, რომელსაც ჭირდებოდა სასწრაფო-სამედიცინო დახმარება. ჩვენ შევიყვანეთ ექიმები და შესაბამისი დახმარება აღმოუჩინეს ამ ადამიანებს“, - განაცხადა საპატრულო პოლიციის უფროსმა. პარლამენტის მიმდებარე ტერიტორიაზე ამ დროისთვის ხმაურია.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)