22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 23:38:16, 1182 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: ყველა პოლიტიკურ პარტიას და ყველა მოქალაქეს მოვუწოდებ გვერდში დამიდგნენ

ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს, ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა ადამიანს მოვუწოდებ, რომ გვერდში დამიდგნენ, - ამის შესახებ ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის მამამ, ზაზა სარალიძემ განაცხადა.

როგორც სარალიძემ აღნიშნა, ხელისუფლება მასზე ზეწოლას ახორციელებს.

"დღეს ნათლად დავინახე, რომ მთავრობა მოდის ზეწოლაზე და ამისათვის, ყველანაირ ღონეს ხმარობს. მათ სურთ მშვიდობიან აქციაზე პროვოკაცია შემოიტანონ. მივიღე გადაწყვეტილება - დღემდე ვცდილობდი, რომ მხოლოდ საზოგადოებისთვის მომეხმო და იმ ადამიანებისთვის ვინც ჩემს გვერდით დადგომას შეძლებდა. ახლა უკვე მოვუხმობ მთელი საქართველოს პოლიტიკურ პარტიებს, რათა გააერთიანონ საკუთარი ძალები, იმისათვის, რომ ეს სისტემა ერთხელ და სამუდამოდ ჩამოიშალოს. არ მივცემ უფლებას, რომ აქ სიმართლემ ვერ გაიმარჯვოს. სიმართლემ აუცილებლად უნდა გაიმარჯვოს. ყველა პოლიტიკურ პარტიას, ყველა ელიტის წარმომადგენელს, ყველა მოქალაქეს,  ყველა გლეხ ადამიანს, ყველა ჩემსავით პატარა ადამიანს მოვუხმობ, რომ დამიდგენ გვერდით. გვერდით დამიდგნენ არა მარტო მე, არამედ ყველა შვილმოკლულ მშობელს. მთავრობა, რომელიც სისტემას მფარველობს, შეეცადა ჩაეფურთხებინა ჩვენი მიცვალებულების სულში. ეს სისტემა უნდა ჩამოვშალოთ", - განაცხადა ზაზა სარალიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics