|
2018-06-02 22:18:54, 1369 ნახვა
საზოგადოება
„გვაინტერესებს რა ემუქრება ზაზა სარალიძეს“ - ზვიად კუპრავა შსს-ს მიმართავს
უფლებადამცველი ზვიად კუპრავა შინაგან საქმეთა სამინისტროს მოუწოდებს მიაწოდონ ინფორმაციას თუ რა საფრთხე ემუქრება ზაზა სარალიძეს, რათა მისი დაცვა შეძლონ. როგორც კუპრავამ აქციაზე განაცხადა, შეიქმნება 3-კაციანი ნდობით აღჭურვილი ჯგიფი, რომელიც შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აღნიშნულ საკითხს განიხილავს. "მინდა მივმართო შინაგან საქმეთა სამინისტროს და გიორგი გახარიას - ისინი ამბობენ, რომ ზაზას ემუქრება საფრთხე. მათ აქვთ წვდომა მსგავსი ტიპის ინფორმაციის მოპოვებაზე. გამოვყოფთ 3 ადამიანს, რომლებიც ზაზას ნდობით აღჭურვილი პირები იქნებიან, შეიქმნება საორგანიზაიო ჯგუფი და ეს ჯგუფი შეხვდება შს სამინისტროს წარმომადგნელს. შეხვედრა შეიძლება შედგეს როგორც აქციაზე, ასევე უწყებაში. შს სამინისტროს წარმომადგენელმა გვითხრას ამ საფრთხეების შესახებ, რათა ეს საფრთხეები შევამოწმოთ. გვინდა გვქონდეს ინფორმაცია, ამ საფრთხეების შესახებ, რათა ზაზა არ გავიდეს ისეთ ადგილას, სადაც მას შესაძლოა საფრთხე შეექმნას. ხვალვე მზად ვართ ამ თემებზე ვისაუბროთ. ჩვენ გვაინტერესებს რა ემუქრება სარალიძეს და საიდან აქვთ ეს ინფორმაცია. ველოდებით უწყებისგან განცხადებას", - განაცხადა ზვიად კუპრავამ.
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
|
რედაქტორის რჩევით
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
არჩეული პატრიარქი შიო მესამედ იწოდა, ვინ იყვნენ შიო პირველი და შიო მეორე
ომი უკრაინაში
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
The Economist - უკრაინამ სამი წლის განმავლობაში პირველად აიღო ინიციატივა ფრონტის ხაზზე
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
არჩეული პატრიარქის რუსული კავშირები
დღის თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)