01:02 - 14 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 17:38:20, 1119 ნახვა

საზოგადოება
საგანგებო - რუსთავში ქუჩების დატბორვის გამო, თბილისიდან დამატებითი ძალების მობილიზება მოხდა

რუსთავში მოხდა დამატებითი ძალების მობილიზება თბილისიდან, რათა მაქსიმალურად მოკლე დროში მოხერხდეს წყლის ამოტუმბვითი სამუშაოების დასრულება, - ამის შესახებ საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის განცხადებაშია აღნიშნული.

მათივე ცნობით, ამ დროისთვის რუსთავში მობილიზებულია 80 მეხანძრე-მაშველი და სამაშველო ტექნიკა.

„საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო-სამაშველო დანაყოფები რუსთავში რამდენიმე საათია აქტიურად მუშაობენ სტიქიის შედეგების აღმოსაფხვრელად.

მიმდინარეობს საცხოვრებელი კორპუსების დატბორილ სარდაფებსა და სავაჭრო ობიექტებიდან წყლის ამოტუმბვითი სამუშაოები. დატბორილი ტერიტორიებიდან გაყვანილია წყალში ჩარჩენილი ავტომანქანების ნაწილი. ამ დროისთვის წყლის დონე იკლებს.

მეხანძრე - მაშველები წყლის ამოტუმბვით სამუშაოებს აწარმოებენ ასევე მარნეულში, სადაც წყლის მოვარდნის შედეგად დაიტბორა საცხოვრებელი სახლები.

სტიქიის შედეგად არავინ დაშავებულა“, -  ნათქვამია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციაში.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინამ ექვს თვეში გააორმაგა განადგურებული რუსული საჰაერო თავდაცვის სისტემების რაოდენობა.
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics