09:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-02 16:51:24, 1151 ნახვა

კომენტარი
„ემოციებით ვართ გამოსული, ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხება“ - ზაზა სარალიძე პატრიარქს შეხვდა

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამა, ზაზა სარალიძე საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქს ილია მეორეს შეხვდა.

შეხვედრა დახურულ კარს მიღმა დაახლოებით ნახევარი საათის განმავლობაში მიმდინარეობდა. სარალიძე უწმინდესთან შესახვედრად ოჯახთან ერთად იყო მისული.

როგორც მან ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მტკივნეულ თემებს შეეხო. შეხვედრის სხვა დეტალებზე ზაზა სარალიძეს მედიასთან არ უსაუბრია.

„მეუღლე და ბავშვი მახლავს, ემოციებით ვართ გამოსული. ისეთ თემაზე ვისაუბრეთ, რაც ჩემი შვილის მკვლელობას ეხებოდა. არ მინდა, რომ მეუღლემ იგრძნოს თავი ცუდად. 6 თვეა ადამიანს ხმა არ ამოუღია“, - აღნიშნა სარალიძემ საპატრიარქოს მიმდებარე ტერიტორია დატოვა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics