|
2018-06-02 12:27:00, 1248 ნახვა
სამართალი
შსს - მიხეილ ხიდაშელი თაღლითობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარგლებში გამოიკითხა
თავდაცვის ყოფილი მინისტრის, თინა ხიდაშელის ძმა, მიხეილ ხიდაშელი, თაღლითობის ფაქტზე დაწყებული გამოძიების ფარლგებში გამოიკითხა. როგორც „ექსპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, მისი გამოკითხვა მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა. „სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით დაწყებული გამოძიების ფარგლებში, რაც თაღლითობას გულისხმობს, იმყოფებოდა შსს-ში გამოკითხვაზე და მისი გამოკითხვა დილის 9 საათამდე გაგრძელდა“, - აცხადებენ შსს-ში. შეგახსენებთ, გუშინ პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე ხვიად კუპრავამ განაცხადა, რომ მასთან მივიდა თინა ხიდაშელის ძმა და დაგეგმილი პროვოკაციების შესახებ მიაწოდა ინფორმაცია. „ძალიან მნიშვნელოვანი ინფორმაცია მინდა გითხრათ, რომელიც სულ ახლახანს რამდენიმე წუთის წინ მივიღეთ. ჩვენთან მოვიდა თინა ხიდაშელის ძმა, რომელიც არის სუს-ის ყოფილი მაღალჩინოსანი. ის წამოსულია სუს-იდან, თუმცა ფლობს მაღალ გავლენებს და ბერკეტებს. მან გვითხრა ჩვენ რომ იგეგმება პორვოკაციები ამ მშვიდობიან აქციაზე. მან ასევე გვითხრა თუ რა ტიპის პროვოკაცია არის ეს. ამიტომ მე მოვუწოდებ შსს და მინისტრ გახარიას, დაუყონებლივ, ამ წუთშივე დაიბარონ დაკითხვაზე ქალბატონი თინა ხიდაშელის ძმა. დაკითხონ თუ რა ინფორმაციას ფლობს ის აღნიშნულ აქციაზე პროვოკაციასთან დაკავშირებით. ეს პროვოკაცია არის დანაშაულებრივი ქმედება, რაზეც ამ პირმა ისაუბრა. ასევე მოვითხოვ საგამოძიებო ჯგუფი მოვიდეს აქ და მე მივაწვდი დეტალურ ინფორმაციას მათ“,- განაცხადა კუპრავამ.
ტრამპმა პუტინს მოუწოდა, უკრაინაში ომი შეეწყვიტოს და თქვა, რომ ის ირანის საზღვაო ბლოკადას ბირთვული შეთანხმების გარეშე არ მოხსნის
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)