22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 18:33:05, 1243 ნახვა

საზოგადოება
თბილისის გარდა აქცია #ნუმომკლავ საქართველოს მასშტაბით რამდენიმე ქალაქში იმართება

თბილისის გარდა, საპროტესტო აქცია #ნუმომკლავ საქართველოს მასშტაბით სხვადასხვა ქალაქებში იმართება.

აქციის მონაწილეები ხორავას ქუჩაზე მოკლული ერთ-ერთი მოზარდის მამას, ზაზა სარალიძეს მხარდაჭერას უცხადებენ. აქციები იმართება გორში, ახალციხეში, ბორჯომში, ბათუმში, ქობულეთში, რუსთავში, ფოთში, ზუგდიდში.

აქციის მთავარი მოთხოვნაა მთავრობის გადადგომა, სამართლიანობის აღდგენა და ხორავას ქუჩის საქმეზე მტკიცებულებების და დამნაშავეების დამალვაში მონაწილე პირების დასჯა.

თბილისში აქცია #ნუმომკლავ 16:00 საათზე დაიწყო. აქციაში ათასობით ადამიანი მონააწილეობს. ზაზა სარალიძეს მხარს პანკისის ხეობაში სპეცოპერაციის დროს მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამა, მალხაზ მაჩალიკაშვილი, ასევე ბარბარე რაფალიანცის დედა უჭერენ.

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics