22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 17:55:19, 1176 ნახვა

კომენტარი
მაჩალიკაშვილი: ჩემთვის ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი (ვიდეო)

„ჩემთვის ჩემი შვილის ტერორიზმში დადანაშაულება უფრო მეტია, ვიდრე მისი სიკვდილი“, - ამის შესახებ პანკისის სპეცოპერაციის შედეგად მოკლული თემირლან მაჩალიკაშვილის მამამ, მალხაზ მაჩალიკაშვილმა პარლამენტთან მიმდინარე აქციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ისევე როგორც ზაზა სარალიძე, ისიც სამართლიანობის აღდგენას ითხოვს.

"მას შემდეგ, რაც ზაზა სარალიძემ ეს აქცია დააანონსა მის გვერდით ვარ და არ მოვშორდები, სანამ სიმართლეს არ დაამტკიცებს. რასაც სარალიძე მოითხოვს იმას მოვითხოვ მეც. ორი ოდე სიტყვით მინდა ჩემზე ვთქვა. მე გუშინაც განვაცხადე და დღესაც განვაცხადებ, მე ორჯერ მომიკლეს შვილი, ეს ქვეყანა ასეთია, ვიღაცები კვდებიან, ვიღაცები მოდიან. მე ჩემი შვილის სიკვდილის არ მეშინოდა არასდროს, იმიტომ რომ ხალხი იხოცება და მუდმივი არავინ არ არის, მაგრამ ჩემი შვილის ასეთი სისასტიკით მოკვლა, თავის საწოლში, მძინარე ბავშვი დახვრიტეს პირდაპირ და ისიც არ იკმარეს და სუს-ში მყოფებმა და ტერორიზმში დაადანაშაულეს. ეს უფრო მეტია ჩემთვის, ვიდრე მისი სიკვდილი. ეს არ იყო არც ტერორიზმში დამნაშავე და არც ეჭვმიტანილი. ეს სუს-ს ჭირდებოდა ასეთი თამაშის გათამაშება და გაითამაშეს. ორმაგი თამაში ითამაშეს, ერთი ტყვიით ორი კურდღელი მოკლეს მაგრამ ძალიან ცუდად გაატყავეს და ეს არ შერჩებათ. უნდა დაინგრეს სისტემა და მოიხადონ სასჯელი ამ მკვლელობისათვის. მადლობა ყველას, ჩვენ უნდა ვიდგეთ ერთად, სანამ ზაზა და მე მის გვერდში მდგომი, სიმართლეს არ ვათქმევინებთ ამ სისტემას", - განაცხადა მალხაზ მაჩალიკაშვილმა.

ცნობისთვის, პარლამენტთან აქცია #ნუმომკლავ გრძელდება.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics