22:17 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 16:29:44, 1310 ნახვა

კომენტარი
სარალიძის ადვოკატი: პროკურატურა ისე იქცევა, თითქოს დიდი მუშაობა გაწია

დავით სარალიძის ადვოკატის, ნესტან ლონდარიძის განცხადებით, მხოლოდ საქმის შსს-თვის გადაცემა არ ნიშნავს იმას, რომ სამართლიანობა ნამდვილად აღდგება.

სარალიძის ადვოკატის თქმით, მათ არ აქვთ გამოძიებისადმი ნდობის საფუძველი. ამის დასტურად ლონდარიძეს ნივთმტკიცებების დაზიანება, მათ შორის, იმ ფარდულის განადგურება მოჰყავს, სადაც მკვლელობა მოხდა.

„მთავარია, რა ნაბიჯები იქნება შემდგომში გადადგმული. ვხედავთ, პროკურატურა მოდის სასამართლოში და აცხადებს, რომ ის იბრძოლებს იმ ვერსიისთვის, რასაც აყენებდა გასული თვეების განმავლობაში, გაასაჩივრებს საქმეს სააპელაციოში. ამით იმის აღიარება კი არ ხდება, რომ პროკურატურამ შეიძლება ჩაიდინა კანონსაწინააღმდეგო ქმედებები, ისეთ შთაბეჭდილებას ქმნიან, რომ პროკურატურამ დიდი საქმე გასწია და ახლა მხოლოდ იმის გამო ხდება ეს ყველაფერი, რომ დაზარალებული მხარე დაარწმუნონ მის კეთილგანწყობაში. სასამართლოს ამ განაჩენმა მოგვცა შესაძლებლობა, ვიბრძოლოთ იმისთვის, რომ დაისაჯოს ყველა ის პირი, ვინც მკვლელობაში მონაწილეობდა. ასევე საყურადღებოა, რომ მკვლელობის მცდელობისა და მკვლელობისთვის მისჯილ განაჩენებს შორის მხოლოდ თვეებია სხვაობა. ეს განაჩენი ბევრ რამეზე მეტყველებს“, - აღნიშნა ლონდარიძემ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
ლევან სუთიძე - მეუფე შიომ მხარდაჭერა უკვე კამპანიის დროს მოიპოვა
საპატრიარქომ წმიდა სინოდის სხდომის ოქმი გამოაქვეყნა - ვიდეო
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics