09:17 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 14:48:33, 1268 ნახვა

კომენტარი
ნადირაშვილი: ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს

ვერც ერთი კანდიდატურა, რომელსაც შეარჩევს „ქართული ოცნება“ ვერ ისარგებლებს საზოგადოების ნდობით, - ამის შესახებ "ევროპული საქართველოს" წევრმა, ირმა ნადირაშვილმა განაცხადა.

როგორც ნადირაშვილმა აღნიშნა, კრიზისის განმუხტვის ერთადერთი გზა ვადამდელი საპარლამენტო არჩევნებია.

"ის უბრალოდ იქნება მორიგი შოთაძე, რომელიც მოექცევა ივანიშვილის წნეხის ქვეშ და ვერც ერთ გახმაურებულ საქმეზე ვერ დადებს რეალურ შედეგს. შესაბამისად, კითხვები საზოგადოებაში დარჩება. ჩვენ ვთვლით, რომ პროკურორი უნდა შეირჩეს ფართო საზოგადოებრივი კონსენსუსით, ამას მივესალმებით და ვიქნებით ჩართული. ის ვითარება, რომელიც იყო გუშინ და ბოლო პერიოდის განმავლობაში, ნათლად ადასტურებს, რომ ვერანაირი ახალი პროკურორის შერჩევა და დანიშვნა ამ კრიზისს ვერ განმუხტავს. ამის ერთადერთი გზა არის ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები,’’ - განაცხადა ირმა ნადირაშვილმა. 
აღნიშნულ კომენტარს პარტიის პრესსამსახური ავრცელებს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics