22:46 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:17:46, 979 ნახვა

საზოგადოება
ქართული ღვინის წარდგენა ჰონგ-კონგში

ჰონგ-კონგში საერთაშორისო გამოფენა "Vinexpo HK- 2018" გაიმართა, რომელზეც ქართული ღვინის მწარმოებელი 13 კომპანია იყო წარმოდგენილი.

ქართული კომპანიებისთვის აღნიშნულ  გამოფენაში მონაწილეობა საუკეთესო შესაძლებლობაა, რომ სამხრეთ-აღმოსავლეთ აზიის ბაზარზე მოიძიონ ახალი იმპორტიორები, დაამყარონ  ბიზნეს-ურთიერთობები ახალ პარტნიორებთან.

ღვინის ეროვნული სააგენტოს მხარდაჭერით, საქართველოდან წელს გამოფენაში მონაწილოებდნენ კომპანიები: „ჯიმშერი", „ასკანელი ძმები", „GWS", „შატო მუხრანი", „ბესინი", „დუგლაძეების ღვინის კომპანია", „მეღვინეობა ხარება", „ზეარისი", „თელიანი ველი", „ჩიგოგიძე ვაინსი", „თბილღვინო", „შპს ქინძმარაული" და „კორპორაცია ქართული ღვინო".

ღვინის ეროვნული სააგენტოს წარმომადგენლებმა გამოფენის ფარგლებში შეხვედრები გამართეს ღვინის იმპორტიორებთან და კონსულტანტებთან, სადაც სამომავლო თანამშრომლობის საკითხები განიხილეს.

ჰონგ-კონგის „Vinexpo HK" წელს მე-20-დ გაიმართა და ის ღვინის ინდუსტრიაში წლის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანესი მოვლენად ითვლება, სადაც თავს იყრიან ათეულ ათასობით ღვინის პროფესიონალი, იმპორტიორი, დისტრიბუტორი, ბლოგერი, მწერალი, ჟურნალისტი და მოყვარულები მსოფლიოს მრავალი ქვეყნიდან, რაც ღვინის მწარმოებელ კომპანიებს შესაძლებლობას აძლევს გაზარდონ ექსპორტი და გააფართოვონ სარეალიზაციო ბაზრები.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics