15:22 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 13:13:58, 1204 ნახვა

სამართალი
ადვოკატი უცხოელი პროკურორების ჩართულობაზე: ეს აღიარებაა, რომ ქართველმა პროკურორებმა საქმე ვერ ან არ გამოიძიეს

ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე ერთ-ერთი ბრალდებულის ადვოკატის ტარიელ კაკაბაძისთვის გაუგებარია, თუ რისთვის არის საჭირო საქმეში უცხოელი პროკურორების მონაწილეობა. 

როგორც კაკაბაძემ ჟურნალისტებს განუცხადა, ამ ნაბიჯის გადადგმით, პროკურატურამ პრაქტიკულად აღიარა, რომ საქმე ვერ გამოიძია. 

"ეს არის გარკვეულწილად აღიარება იმისა, რომ ქართველმა პროკურორებმა საქმე ვერ ან არ გამოიძიეს. მიმაჩნია, რომ ეს ეს არის აღიარება იმისა, რომ თავის დროზე საქმე არ გამოიძიეს. სასამართლოს სხდომების დროს, როდესაც გამოვლინდა უამრავი ახალი გარემოება მათ ამ ყველაფერს ადექვატური შეფასება არ მისცეს. რაში სჭირდებათ უცხოელი პროკურორები, როდესაც ქართველები პროკურორები ყველაზე კარგად იცნობენ ქართულ კანონმდებლობას, ყველაზე მეტი ბერკეტი სწორედ ქართველ პროკურორებს გააჩნიათ, მაგრამ მათ ეს არ გააკეთეს", - განაცხადა ადვოკატმა. 

ცნობისთვის, გუშინ ყოფილმა მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ განაცხადა, რომ ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიების პროცესში საერთაშორისო უცხოელი პროკურორები ჩაერთვებიან.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ფორმულას წინააღმდეგ სისხლის სამართლის გამოძიებაზე ევროსაბჭომ განგაშის სიგნალი ჩართო
კობახიძე: როცა საუბარია ქვეყნის მიღწევებზე, მინდა მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს
კობახიძე: როდესაც რჩება დისბალანსი ეკონომიკებს შორის, მოქალაქეები მიდიან, ამას უწყობს ხელს ვიზალიბერალიზაცია
თბილისში 500 Global in Eurasia-ს მეათე ნაკადის დასკვნითი ღონისძიება, დემო დღე გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics