22:47 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 11:34:21, 1083 ნახვა

საზოგადოება
თბილისის N79 ბაგა-ბაღს ორგანიზაცია Save the Children-ის სომხეთის ოფისის წარმომადგენლები ეწვივნენ

თბილისის N79 საბავშვო ბაგა-ბაღს დღეს საერთაშორისო ორგანიზაცია Save the Children-ის სომხეთის ოფისის წარმომადგენლები, მარია პოღოსიანი და ირენ სარგსიანი ეწვივნენ. 

ინკლუზიური განათლების ექსპერტები თბილისში განათლების სამინისტროსა და ამავე ორგანიზაციის მიერ ორგანიზებული, აღმოსავლეთ ევროპის რეგიონული კონფერენციის ფარგლებში იმყოფებიან.

ვიზიტის ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილი სწორედ თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვისა და მიღწეული შედეგების შესახებ ინფორმაციის მიღებაა, რადგან, ექსპერტების განცხადებით, სომხეთში სწორედ ახლა იწყება მუშაობა ადრეული და სკოლამდელი განათლების სისტემის დახვეწაზე, საერთაშორისო სტანდარტების დანერგვასა და კანონმდებლობის განვითარებაზე.

ორგანიზაციის წარმომადგენლებს თბილისის საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა კახაბერ გვანცელაძემ და მისმა მოადგილემ, ირაკლი თურმანიძემ უმასპინძლეს, დაათვალიერებინეს არსებული ინფრასტრუქტურა და გააცნეს ბაღების მართვის ძირითადი პრინციპები, არსებული სტანდარტები კვების, ჰიგიენის, მეთოდოლოგიისა და ინფრასტრუქტურის მიმართულებით. ასევე ისაუბრეს ინკლუზიური განათლების ხელშეწყობის მიზნით განხორციელებულ პროექტებსა და სამომავლო გეგმებზე.

მხარეები შეთანხმდნენ, რომ გამოცდილების გაზიარების მიზნით, მომავალშიც ითანამშრომლებენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
უკრაინის ზაკარპატიის რეგიონზე დრონებით თავდასხმის გამო უნგრეთის საგარეო საქმეთა სამინისტრომ რუსეთის ელჩი დაიბარა
ალექსანდრიის პატრიარქი შიო III-ს: გილოცავთ და თქვენი დღეგრძელობისთვის ვლოცულობთ
ირაკლი შაიშმელაშვილმა აშშ-ში პოლიტიკური თავშესაფარი მიიღო
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics