20:48 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 01:04:39, 1348 ნახვა

კომენტარი
პრემიერი: მოზარდების მკვლელობის საქმის გამოძიებას გიორგი გახარია უხელმძღვანელებს და მე გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს

საქართველოს პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის განცხადებით, ხორავას ქუჩაზე მოზარდების მკვლელობის საქმეს ხვალიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო გამოიძიებს.

კვირიკაშვილის თქმით, გამოძიების პროცესს შს მინისტრი, პირველი ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია უხელმძღვანელებს.

როგორც პრემიერმა აღნიშნა, ის გამოძიების მიმდინარეობაში თავადაც ჩაერთვება.

"ხვალ დილიდან შინაგან საქმეთა სამინისტრო დაიბრუნებს საქმეს პროკურატურისგან გამოძიების პროცესში და ვიცე-პრემიერი გიორგი გახარია წაიყვანს გამოძიების პროცესს. ის იქნება ამ პროცესის ხელმძღვანელი და რა თქმა უნდა მე ყველა ნაბიჯში ვიქნები ჩართული და გავაკონტროლებ მთლიანად პროცესს. მეორე - დღეს პარლამენტმა მიიღო გადაწყვეტილება დროებითი საგამოძიებო კომისიის შექმნის თაობაზე. უმოკლეს ვადაში, რიგგარეშე სხდომაზე შეიკრიბება პარლამენტი, დაამტკიცებს კომისიის შემადგენლობას, სადაც რამდენადაც მე ვიცი შესაძლებელია და კარგიც იქნება, უმცირესობა იქნას წარმოდგენილი უმრავლესობის სახით და უმოკლეს ვადაში დაიწყებს კომისია მუშაობას", - განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.

პრემიერმა მოკლული მოზარდების მშობლებსაც მიმართა:

"მინდა გარანტია მივცე დაღუპული ბავშვების მშობლებს და ოჯახის წევრებს, რომ გამოძიების ნებისმიერ ეტაპზე, ყოველდღიურად, რა ხარისხითაც ისინი პროცესში ჩართვას მოითხოვენ იმ ხარისხით ჩაერთვებიან და მიიღებენ ინფორმაციას, როგორც შს სამინისტროსგან ისე კომისიისგან", - აღნიშნა მან. 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics