20:50 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-06-01 00:06:30, 1279 ნახვა

კომენტარი
ზაზა სარალიძე: პრემიერი მოვიდა არა იმიტომ რომ ჩემთვის ეთანაგრძნო - უნდოდა კიდევ მოვეტყუებინე

პრემიერს უნდოდა კიდევ მოვეტყუებინე, - ასე მიმართა ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამამ, ზაზა სარალიძემ პარლამენტის შენობასთან შეკრებილ აქციის მონაწილეებს.

 „არამარტო სისტემა, არამედ ხელისუფლება დაგვეტაკა ჩვენ.  პრემიერი მოვიდა არა იმიტომ რომ ეთანაგრძნო ჩემთვის, არა იმიტომ რომ ეთქვა, რომ  დღესვე დაკავებული იქნებიან ჩემი შვილის მკვლელები და მათი მფარველები. არამედ კიდევ უნდოდა რომ მოვეტყუებინე. 6 თვე მატყუებდნენ“,- განაცხადა სარალიძემ.

ცნობისთვის, ცოტა ხნის წინ აქციის მონაწილეებთან პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი მივიდა, თუმცა მომიტინგეებმა მას სხვადასხვა ნივთები ესროლეს და სითყვის დასრულების საშუალება არ მისცეს.

ცნობისთვის, პრემიერი ცოტა ხნის წინ პარლამენტის შენობასთან მივიდა და აქციის მონაწილეებისთვის მიმართვა სცადა, თუმცა მას ამის საშუალება არ მისცეს და სხვადასხვა ნივთები ესროლეს. ამის შემდეგ პრემიერმა ტერიტორია პარლამენტის ეზოს გავლით დატოვა.

შეგახსენებთ, მთავრობის ადმინისტრაციასთან ათასობით ადამიანი ხორავას ქუჩაზე მომხდარ მკვლელობაში დამნაშავეების დასჯას და მთავრობის გადადგომას ითხოვს.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics