21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 22:52:55, 1308 ნახვა

საზოგადოება
ზვიად კუპრავას ინფორმაციით, მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა

რუსთაველის გამზირზე, პარლამენტის შენობასთან მიმდინარე აქციაზე განაცხადეს, ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის უფლებადამცველმა ზვიად კუპტრავამ განაცხადა, რომ მირზა სუბელიანმა ოჯახთან ერთად ქვეყანა დატოვა.

„ახლა მატყობინებენ, რომ მირზა სუბელიანმა დატოვა ქვეყანა ოჯახთან ერთად“, - აღნიშნა კუპრავამ.

ცნობისთვის, აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა სწორედ მირზა სუბელიანის პასუხისგებაში მიცემაა. ისინი ასევე პრემიერ-მინისტრის და მთავრობის გადადგომას ითხოვენ. გარდა ამისა, მათი მოთხოვნებია: პასუხისგებაში მიეცეს უკვე ყოფილი მთავარი პროკურორი ირაკლი შოთაძე; გადადგეს უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარე ნინო გვენეტაძე, ასევე მოსამართლეები - მიხეილ ჩინჩალაძე და ლევან მურუსიძე.

ადგილზე ათასობით ადამიანია შეკრებილი. ცოტა ხნის წინ აქციას რეგიონებიდანაც შეურთდნენ. ასევე აქციაზე მივიდნენ სპორტული კლუბის „დინამოს“ წარმომადგენლები. გარდა ამისა, აქციაზე საქართველო-საფრანგეთის რაგბის მატჩზე მყოფი მოქალაქეებიც მივიდნენ და ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდების ოჯახებს სოლიდარობა გამოუცხადეს.

რუსთაველის გამზირი ამ დროისთვის სრულად გადაკეტილია. ტერიტორიაზე სამართალდამცველები არიან მობილიზებული.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics