21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 22:01:14, 1084 ნახვა

საზოგადოება
აქციის მონაწილეები პარლამენტის შენობასთან კარვების გაშლას გეგმავენ

პარლამენტის შენობასთან მიმდინარე საპროტესტო აქციის „ნუ მომკლავ“ მონაწილეები ადგილზე კარვების გაშლას გეგმავენ.

ხორავას ქუჩაზე მოკლული დავით სარალიძის მამის, ზაზა სარალიძის ულფებადამცველმა ზვიად კუპრავამ აქციის მონაწილეებს მიმართა, შესაძლებლობის ფარგლებში პარლამენტთან კარვები მიიტანონ.

აქციის მონაწილეების მთავარი მოთხოვნა პროკურატურის ყოფილი თანამშრომლის მირზა სუბელიანის დაპატიმრებაა. ისინი რამდენიმე პირის გადადგომას ითხოვენ, მათ შორის მოსამართლეების - ლევან მურუსიძისა და მიხეილ ჩინჩალაძის, ასევე უზენაესი სასამართლოს თავმჯდომარის ნინო გვენეტაძის. ამასთან, ზაზა სარალიძე აცხადებს, რომ ირაკლი შოთაძის გადადგომა საკმარისი არ არის და მან პასუხი უნდა აგოს.

ცნობისთვის, პარლამენტის შენობასთან ათასობით ადამიანია შეკრებილი. რუსთაველის გამზირი ხალხმრავლობის გამო სრულად გადაიკეტა.

ტერიტორიაზე სამართალდამცველების დიდი რაოდენობაა მობილიზებული. ამასთან, არსებული ინფორმაციით, მთავრობის ადმინისტრაციასთან სპეცრაზმის ავტობუსები დგას.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics