16:13 - 21 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2015-05-27 21:02:40, 347 ნახვა

პოლიტიკა
ღარიბაშვილი: ინტელექტუალური საკუთრების დაცვა მთავრობის მუშაობის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორია

ინტელექტუალური საკუთრების დაცვა არის ერთ–ერთი მთავარი ინდიკატორი მთავრობის მუშაობის, თუ რამდენად გამჭვირვალეა ხელისუფლება და როგორ ეკიდება ინტელექტუალური საკუთრების დაცვას,–ამის შესახებ პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციასთან  ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის ხელმოწერის შემდეგ განაცხადა.

მისივე განმარტებით, საქართველოს მთავრობამ ასეთი მნიშვნელობის დოკუმენტს პირველად მოაწერა ხელი.

„ამით ჩვენმა მთავრობამ კიდევ ერთხელ დაადასტურა, რომ ვართ მოტივირებული, გავხდეთ კიდევ უფრო მეტად გამჭვირვალე. რამდენიმე თვის წინ ჩვენ ხელი მოვაწერეთ Microsoft–თან სალიცენზიო შეთანხმებას. ასევე, საქპატენტი ახორციელებს მნიშვნელოვან პროექტებს და ეს არის ჩვენი მთავრობის წარმატება. მე შევხვდი ბატონ ფრენსის გარის დავოსის ეკონომიკურ ფორუმზე, ის საქართველოში ჩემი მოწვევით ჩამოვიდა და შედეგიც სახეზეა– დღეს ოფიციალურად გავაფორმეთ მემორანდუმი. ეს არის მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი ჩვენი მთავრობის მხრიდან“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

საქართველოს მთავრობასა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციას შორის, ინტელექტუალური საკუთრების დაცვის სფეროში, ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. დოკუმენტს ხელი საქართველოს პრემიერ–მინისტრმა ირაკლი ღარიბაშვილმა და ინტელექტუალური საკუთრების მსოფლიო ორგანიზაციის (WIPO)  გენერალურმა დირექტორმა  ფრენსის გარიმ მოაწერეს.

მემორანდუმი  ითვალისწინებს თანამშრომლობას ინტელექტუალური საკუთრების უფლებების ადმინისტრირებისა და სამართლებრივი დაცვის გაუმჯობესების, საქართველოში გეოგრაფიული აღნიშვნების დაცვის სისტემის განვითარების, ინტელექტუალური საკუთრების სტრატეგიის შემუშავების, საინოვაციო საქმიანობის ხელშეწყობისა და საქპატენტის ბაზაზე ინტელექტუალური საკუთრების სასწავლო დაწესებულების დაფუძნების მიზნით.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
კალასი: ევროკავშირმა შესაძლოა კვლავ წამოჭრას „ოცნებისა“ და ივანიშვილის წინააღმდეგ სანქციების საკითხი
ესტონეთი ევროკავშირს „ქართული რეჟიმის“ წინააღმდეგ პერსონალური სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებს
სარჯველაძე : რა ვადაში იქნება ნაპოვნი კონკრეტული პასუხი - ჩემთვის მითუმეტეს შეუძლებელია იმის ფონზე, რომ ამას ვერ ამბობს ინგლისის ხელისუფლება, ვერ ამბობს EMA
პირთა ჯგუფი ჯარში გაწვევის თავიდან ასარიდებლად, ყალბ ჯანმრთელობის ცნობებს ამზადებდა და 30 წვევამდელიდან ასი ათას ლარზე მეტი აიღო
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics