05:39 - 30 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 17:32:46, 1293 ნახვა

სამართალი
სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს

სალომე ზურაბიშვილი მთავარი პროკურორის გადადგომას ითხოვს.

პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი ხორავას ქუჩაზე მომხდარი მკვლელობის საქმის ირგვლივ განვითარებულ მოვლენებს სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

„არ მაქვს დეტალური შიდა ინფორმაცია! მაგრამ ჩემთვის პოლიტიკური სურათი ნათელია: პროკურატურამ ჯერ გაწელა საქმე და გააბუნდოვნა, შექმნა გაურკვევლობის განცდა რამაც ამ ინსტიტუტის მიმართ ისედაც არსებული უნდობლობა გააღვივა.

დღევანდელ სასამართლო განაჩენმა კი დააგირგვინა ეს "ინსტიტუციური კრახი".

ამას რომ იყენებს ოპოზიცია რომ გასული თვის წარუმარტებელი საზოგადოებრივი არეულობა გამართოს ბუნებრივია.

ნათელია რომ უდიდესი გამოწვევაა დღეს ხელისუფლეისთვის. მის მიერ ჩატოვებული პროკურატურაში და სასამართლოში წინა რეჟიმის ხელქვეითები ამოქმედნენ. საზოგადოების უნდობლობა მათი გამოწვეულიცაა და დღეს უკვე პროვოცირებული.

ხელისუფლებას სწრაფი რეაგირება სჭირდება რომ გაუმკლავდეს ამ აგორებულ ტალღას: უნდა გადაყენებულ იყვნენ მთავარი და საქმის წრმოებეი პროკურატორები, ყველა ვინც საქმის გამოძიებაში მონაწილეობდა.

მთავარი დღეს არის ერთი : ხელისუფლებამ დახევის დალოდების, ოპოზიციის დაკრულზე რეაგირების და უსუსურ თავდაცვითი პოზიციის მაგივრად აიღოს მართვის ბერკეტები ხელში!  დროა გაიწმინდოს პროკურატურა ! ეს დრო დიდი ხანია დადგა!“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics