21:49 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-31 15:58:56, 943 ნახვა

საზოგადოება
ისნის რაიონში, ბერი გაბრიელ სალოსის N133 ა-ში მცხოვრებ მოსახლეობას საცხოვრებელი ფართები გადაეცემა

თბილისის მერიამ ისნის რაიონის გამგეობის შუამდგომლობით, ბერი გაბრიელ სალოსის გამზირ N133 ა - ში მცხოვრებ შვიდ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში სიმბოლურ ფასად - 1 ლარად გადაეცემა.

აღნიშნული ოჯახებისთვის ფართების საკუთრებაში გადაცემის გადაწყვეტილება დედაქალაქის მერიამ მიმდინარე წლის 31 მაისს მიიღო.

მიმდინარე წელს, ხუთი თვის განმავლობაში,  ისნის რაიონში ქალაქ თბილისის მერიის გადაწყვეტილებით, მოსახლეობისთვის ბინების დაკანონება უკვე რამდენიმე მისამართზე მოხდა, მათ შორის ყვარლის ქუჩაზე,  ყვარლის შესახვევსა და უშაკოვის ქუჩაზე, ე. წ. „ფინურ“ კოტეჯში  51 ოჯახისთვის, რომლებიც აღნიშნულ მისამართებზე 50 წელია ცხოვრობენ. ასევე, მაისში სამგორის ქუჩა N16 - ში მცხოვრებ 18 შეჭირვებულ ოჯახს საცხოვრებელი ფართები საკუთრებაში გადაეცა.

თბილისის მერის კახა კალაძის გადაწყვეტილებით და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს ხელშეწყობით,  ისნის რაიონში 2018 წელს საცხოვრებელი  ფართები ჯამში 76 ოჯახს გადაეცა.

ისნის რაიონში, მოსახლეობისთვის საცხოვრებელი ფართების გადაცემის პროცესი მომავალშიც გაგრძელდება.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
დასავლეთმა ვერ შეამჩნია პუტინის ე.წ „ყველაზე ძლიერი“ ბირთვული რაკეტის გაშვება
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics