|
2018-05-31 11:16:15, 1190 ნახვა
სამართალი
გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შესამცირებლად დაგეგმილი ღონისძიებები გააცნო
საქართველოს ვიცე–პრემიერი, შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი გახარია, ოფიციალური ვიზიტით, გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკას ეწვია. ვიზიტის ფარგლებში, გიორგი გახარია გერმანიის შინაგან საქმეთა, მშენებლობისა და სამშობლოს საკითხთა ფედერალურ მინისტრს, ჰორსტ ზეეჰოფერს შეხვდა. შსს-ს ცნობით, შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და გერმანიის სამართალდამცავ უწყებებს შორის არსებულ ეფექტიან საპოლიციო თანამშრომლობას, რომელიც მოიცავს, როგორც ოპერატიულ, ასევე, არაოპერატიულ მიმართულებებს. აღნიშნული თანამშრომლობა ორი ქვეყნის პოლიციის ატაშეების ჩართულობით, რეგულარული მაღალი დონის შეხვედრებისა და ორმხრივი სამუშაო ვიზიტების შედეგად, წარმატებით ხორციელდება, როგორც დედაქალაქის, ასევე, ფედერალური მიწების დონეზე. გიორგი გახარიამ გერმანელ კოლეგას საქართველოდან თავშესაფრის მაძიებელთა რაოდენობის შემცირების მიმართულებით საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილი და განხორციელებული ღონისძიებები გააცნო და ამ კუთხით თანამშრომლობის სრული მზაობა გამოთქვა. მხარეებმა განსაკუთრებულად აღნიშნეს საქართველოსა და გერმანიას შორის უკანონოდ მყოფ პირთა რეადმისიის საკითხებში არსებული ნაყოფიერი თანამშრომლობის მნიშვნელობა, რაც ქართული მხარის მიერ გერმანიიდან რეადმისიის შესახებ მოთხოვნების თითქმის 100%-იან შესრულებაში გამოიხატება. შეხვედრაზე, ასევე, აღინიშნა, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებელთა კლების პოზიტიური დინამიკა ფიქსირდება. არსებული სტატისტიკა ცხადყოფს, რომ გერმანიაში თავშესაფრის მაძიებლად აღიარების შესაძლებლობა საქართველოს მოქალაქეებისთვის ძალიან დაბალია და უახლოეს მომავალში საქართველოს უსაფრთხო ქვეყნად აღიარება ამ მიმართულებით მნიშვნელოვანი წინგადადგმული ნაბიჯი იქნება. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის გერმანიის ფედერაციულ რესპუბლიკაში ვიზიტის მიზანი იყო სამართალდაცვით სფეროში საქართველოსა და გერმანიას შორის თანამშრომლობის კიდევ უფრო განმტკიცება, განსაკუთრებით კი იმ გამოწვევებზე რეაგირება, რაც შენგენის სივრცესთან უვიზო რეჟიმის პირობებში საქართველოდან არალეგალურ მიგრაციას და ქართველთა მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებებს უკავშირდება.
(NS)
ბოჭორიშვილი: მაისში სახელმწიფო დეპარტამენტის წარმომადგენლების ვიზიტი იქნება საქართველოში
პუტინმა ტრამპს განუცხადა, რომ მზადაა 9 მაისს უკრაინაში დროებითი ცეცხლის შეწყვეტა გამოაცხადოს
თურქეთმა რუსებისთვის ბინადრობის ნებართვის მიღების საფასური თითქმის 15-ჯერ გაზარდა
ბათუმში სამსართულიან საცხოვრებელ სახლში ხანძარია
|
რედაქტორის რჩევით
რატომ შეხვდნენ ოცნების მინისტრები, ჩინეთის ინტერნეტის ცენზორს
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
ომი უკრაინაში
ტრამპთან უთანხმოების გამო, უკრაინაში ერთ წელიწადში აშშ-ის მეორე ელჩი თანამდებობას დატოვებს
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)