06:02 - 24 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:48:15, 1040 ნახვა

კომენტარი
ნაცვლიშვილი ხორავაზე მოზარდების მკვლელობის საქმეზე: ნაცვლად იმისა, რომ ეს კითხვები მოხსნილიყო, უფრო გამრავლდა

საქართველოს პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი და მრჩეველი ადამიანის უფლებების საკითხებში ანა ნაცვლიშვილი და კახა კოჟორიძე ხორავას ქუჩაზე არასრულწლოვნების მკვლელობის საქმეზე დაზარალებულ ზაზა სარალიძეს შეხვდნენ და საქმის მიმდინარეობისა და გამოძიების შესახებ დეტალური ინფორმაცია მოისმინეს.

ანა ნაცვლიშვილის განცხადებით, პრეზიდენტის წარმომადგენლებს სურვილი ჰქონდათ, რომ ამ ძალიან ტრაგიკული საქმის შესახებ უშუალოდ დაზარალებულებისგან მიეღოთ ყველა დეტალი და ყველა ინფორმაცია უშუალოდ მათგან, პირადად მოესმინათ.

"ამ საქმეს თავიდანვე ჰქონდა არაერთი კითხვის ნიშანი და რაც უფრო გაგრძელდა გამოძიება სამწუხაროდ, ნაცვლად იმისა, რომ ეს კითხვები მოხსნილიყო და დამაჯერებელი პასუხები ყოფილიყო გაცემული, უფრო გამრავლდა. ამისთვის არსებობს მართლმსაჯულების სისტემა, რომ კითხვებზე, რომლებიც უჩნდება საქმესთან დაკავშირებით, როგორც დაზარალებულებს, ასევე მის წარმომადგენლებსა და საზოგადოებას, პასუხები გასცეს. იმდენად ბევრი კითხვაა დაგროვილი, რომ ჩვენ ბუნებრივია, ამ საქმეს მივადევნებთ ძალიან აქტიურად თვალს, შევხვდებით ყველა ჩართულ მხარეს და მოვისმენთ ყველა მოსაზრებას და პასუხებს იმ კითხვებზე, რომლებზეც ამ ეტაპისთვისაც კი დამაჯერებელი პასუხები გაცემული არ არის", - აღნიშნა ანა ნაცვლიშვილმა.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
პუტინს აცნობეს ბენზინის წარმოების სწრაფად გაზრდის შეუძლებლობის შესახებ
რუბიო: აშშ ირანისა და ლიბანის მოლაპარაკებებს ერთმანეთისგან მიჯნავს, თუმცა „ირანის ფაქტორს“ აღიარებს
ხოშტარიას მკურნალობაში მისი მკურნალი რევმატოლოგი ჩაერთვება და გასინჯავს
პუტინი გაგლოევს: ოსებს შეუძლიათ იამაყონ თავიანთი წინაპრებით
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics