19:21 - 28 Apr, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 13:13:13, 1087 ნახვა

კომენტარი
ბოკერია: ასადი რომ გაღიარებს ეს დადასტურებაა, რომ ხარ არალეგიტიმური და შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია

"ევროპილი საქართველოს" წევრის გიგა ბოკერიას განცხადებით, ოპოზიცია პარლამენტში სირიის მიერ ოკუპირებული რეგიონების აღიარებასთან დაკავშირებით საკითხის დასმას აპირებს.

როგორც ბოკერიამ აღნიშნა, ხელისუფლებამ უნდა იმუშავოს ისეთი მიმართულებით, რათა მსგავსი ფაქტები აღარ მოხდეს. 

"ასადი რომ გაღიარებს ეს დადასტურებაა, რომ ხარ არალეგიტიმური, შენი მოკავშირე სისხლიანი რეჟიმია და ორივე ხართ პუტინის რეჟიმი! თუ დადასტურდება ისიც, რომ საგარეო საქმეთა სამინისტომ ამის შესახებ პრესისგან გაიგო, ეს არის უკვე დიაგნოზი ჩვენი ხელისუფლების შიგნით, რადგან მთავრობამ ყველაზე ცუდ რეჟიმებთანაც უნდა იმუშაოს, რომ არ მოხდეს აღიარება. ყველა საფუძველი გვაქვს ვიფიქროთ, რომ საგარეო საქმეთა სამინისტროს არ ჩაუტარებია საჭირო სამუშაო იმ პარტნიორებთან, ან თუნდაც ძალიან პრობლემატურ პოლიტიკურ მოთამაშეებთან, ვისთანაც ის უნდა მუშაობდეს და ამის დასტური არის ის, რომ პრესიდან გაიგეს ამ ფაქტის შესახებ. თუ კი ეს ფაქტი საბოლოოდ დადასტურდება, ამაზე მეტი არაკომპეტენტურობა და უსაქმურობა ძნელი წარმოსადგენია. ამიტომ ბუნებრივია, პარლამენტის და პარლამენტს შიგნით ოპოზიციის როლი და ვალდებულებაა ყველა ინსტრუმენტი გამოიყენოს, რომ ამ თემაზე აღმასრულებელ ხელისუფლებას მოვთხოვოთ პასუხი და დავუსვათ კითხვები. რა თქმა უნდა ჩვენ, როგორც პასუხისმგებლიანი ოპოზიცია ამ საკითხს ბოლომდე დავსვამთ",  - განაცხადა გიგა ბოკერიამ.  , 

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა. 

 





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
სამართალდამცავი ორგანოების კოორდინაციის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის თანამდებობის შემოღებას I მოსმენით მხარი დაუჭირეს
ოცნების პარლამენტმა სუს-ის უფროსად გელა გელაძე დაამტკიცა
იუკნევიჩიენე: ანდჟეი პოჩობუტის გათავისუფლება შესანიშნავი ამბავია, მაგრამ მზია ამაღლობელი ოცნების პატიმრობაში რჩება
„წინ და წინ - ფინანსობანა" – 2026 წლის პირველი წარმოდგენა ხულოში გაიმართა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics