20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 11:22:03, 1268 ნახვა

საზოგადოება
ყაზბეგის ეროვნულ პარკში ვიზიტორთა ცენტრი გაიხსნა

„ვიზიტორთა ცენტრი სტეფანწმინდაში გამორჩეული ადგილი იქნება“, - ამის შესახებ გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა, ლევან დავითაშვილმა ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობის გახსნის ღონისძიებაზე განაცხადა. 

აღსანიშნავია, რომ, საქართველოში პირველად, ახალ შენობაში ტურიზმის საინფორმაციო ცენტრიც განთავსდება. 

ცენტრში ტურისტები დეტალურ ინფორმაციას მიიღებენ პარკის ბიომრავალფეროვნების და ტურისტული სერვისების შესახებ.

„ჩვენ აქტიურად ვითანამშრომლებთ ტურიზმის ადმინისტრაციასთან. ახალ ცენტრში შექმნილია ყველა პირობა იმისათვის, რომ ჩვენი თანამშრომლები საუკეთესოდ მოემსახურონ ვიზიტორებს და საქმიანობა მაღალ დონეზე შეასრულონ. აღსანიშნავია, რომ ამ ეტაპზე მიმდინარეობს მუშაობა დაცული ტერიტორიების საზღვრების დაზუსტებაზე. ასევე იგეგმება ადამიანური რესურსის გაზრდა იმისათვის, რომ  პარკის ადმინისტრაციამ დაკისრებულ ამოცანებს თავი წარმატებით გაართვას; დამატებით გვეყოლება რეინჯერები. ასევე გვინდა პატარა მუზეუმის გახსნა, რომელიც იქნება საგანმანათლებლო ცენტრი, სადაც ვიზიტორებს საშუალება მიეცემათ გაეცნონ იმ ბიომრავალფეროვნებას, რომლითაც ასეთი ამაყები ვართ“, -  განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

როგორც მინისტრმა აღნიშნა, ყაზბეგის ეროვნული პარკი არის უნიკალური ეკოსისტემა, რომელსაც სჭირდება სათანადო დაცვა და სათანადო პოპულარიზაცია.

ყაზბეგის ეროვნული პარკის ვიზიტორთა ცენტრის შენობა გერმანიის მთავრობის და გერმანიის რეკონსტრუქციისა და განვითარების ბანკის (KFW) მხარდაჭერით აშენდა. პროექტის განხორციელება საკონსულტაციო ჯგუფმა (GFA) უზრუნველყო. პროექტის ღირებულებამ 793 450 ლარი შეადგინა.
შენობის გახსნას მთავრობის  და ადგილობრივი თვითმმართველობის წევრები, მაჟორიტარი დეპუტატი, დიპლომატიური კორპუსის, დონორი ორგანიზაციებისა და მედიის წარმომადგენლები დაესწრნენ.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics