20:40 - 13 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 11:13:08, 1062 ნახვა

საზოგადოება
ეროვნული სატყეო სააგენტო, სატყეო განათლების ხელშეწყობის მიმართულებით აქტიურად მუშაობს

ეროვნული სატყეო სააგენტო, გერმანიისა და ავსტრიის მთავრობების ფინანსური მხარდაჭერით,  აქტიურად მუშაობს ქვეყანაში სატყეო განათლების  ხელშეწყობის მიმართულებით. 

ახალციხის,  კაჭრეთისა  და წინამძღვრიანთკარის პროფესიულ სასწავლებლებში,   მიმდინარე წელს განახლებული პროგრამით დაიწყო სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სწავლება, რომელიც  სრულად ფინანსდება სახელმწიფოს მიერ.

 პროფესიული სასწავლებლების  ხელმძღვანელებს ეროვნული სატყეო სააგენტოს უფროსის მოადგილე ნათია იორდანიშვილი შეხვდა და პროგრამის მიმდინარეობის შესახებ ინფორმაცია მიიღო. შეხვედრაზე იმ მიმართულებებზეც იმსჯელეს,  სადაც სატყეო სააგენტოს ჩართულობა კიდევ უფრო დაეხმარება სასწავლო პროცესის ეფექტურად განხორციელებას.

პროფესიულ კვალიფიკაციათა განვითარების ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში, მოხდა სატყეო საქმის სპეციალისტის პროფესიული სტანდარტისა და საგანმანათლებლო პროგრამის შემუშავება ეროვნული სატყეო სააგენტოს სპეციალისტების მონაწილეობით. განხორციელდა კოლეჯების  ტექნიკური მხარდაჭერა და აღჭურვა იმ საჭირო ინვენტარით, რაც აუცილებელია ამ პროფესიის ეფექტური სწავლებისათვის. გადამზადნენ მასწავლებლები, მათ შორის ეროვნული სატყეო სააგენტოს თანამშრომლები.   სასწავლო დაწესებულებებსა და სააგენტოს შორის გაფორმებულია ურთერთანამშრომლობის მემორანდუმები, რაც ხელს შეუწყობს მომავალში კიდევ უფრო მჭიდრო და ეფექტურ თანამშრომლობას.

 

 

(NS)





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
TV Imedi: ევროპარლამენტმა 1 წლით საქმიანობა აგვიკრძალა
მოსკოვსა და ცხინვალს შორის „მოკავშირეთა თანამშრომლობის გაღრმავების შესახებ“ შეთანხმება რატიფიცირებულია
14 მაისიდან 30 ივნისის ჩათვლით ხაჯალია–სუფსის მონაკვეთზე მოძრაობა დროებით შეიზღუდება
მართვის მოწმობის არაგეგმური, 250 ლარიანი გამოცდა მხოლოდ შაბათობით ჩატარდება
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics