21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-30 10:47:27, 1265 ნახვა

პოლიტიკა
ჰიზერ ნაუერტი: აფხაზეთი და „სამხრეთ ოსეთი“ საქართველოს ნაწილია - ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება ვერაფერს შეცვლის

რუსეთის მიერ ოკუპირებული აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” საქართველოს განუყრელი ნაწილია, - ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის სპიკერმა ჰიზერ ნაუერტმა განაცხადა.

როგორც მან აღნიშნა, ასადის რეჟიმის გადაწყვეტილება არაგონივრული რჩევის შედეგია და მას რეალობასთან საერთო არაფერი აქვს.

მისივე თქმით, შეერთებული შტატებისთვის ეს ქმედება მოულოდნელი არ იყო.

"სირიის მიერ აფხაზეთისა და „სამხრეთ ოსეთის“ აღიარების ფაქტი, ჩვენთვის მოულოდნელი არ ყოფილა იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ ბაშარ ასადის რეჟიმს რუსეთის რეჟმი უჭერს მხარს. რუსეთის მიერ ოკუპირებული რეგიონები - სამხრეთ ოსეთი და აფხაზეთი საქართველოს შემადგენელი ნაწილია. ჩვენ ვაგრძელებთ საქართველოს სუვერენიტეტის, მისი დამოუკიდებლობის და ტეროტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში. ასადის რეჟიმის გადაწყვეტილებას კი არაგონივრული რჩევის შედეგს ვუწოდებთ, რომელსაც არაფერი აქვს საერთო რეალობასთან ან ამ სამიკთხზე ჩვენს პოზიციასთან“, -აცხადებს ჰიზერ ნოიერტი.

შეგახსენებთ, სირიამ ოკუპირებული აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ დამოუკიდებლობა დღეს აღიარა. სპეცილურ განცხადებაში რომელიც ბაშარ ლ ასადის რეჟიმმა გაავრცელა, წერია, რომ სირიის წინააღმდეგ ტერორისტული აგრესიის დროს გამოჩენილი მხარდაჭერისთვის მადლიერების ნიშნად, სირიის არაბულმა რესპუბლიკამ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის რესპუბლიკებთან დიპლომატიური ურთიერთობების დამყარება გადაწყვიტა.









ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics