|
2018-05-29 18:06:20, 1219 ნახვა
ეკონომიკა
საინვესტიციო ჯგუფის „ბიჯეო“ გაყოფის პროცესი წარმატებით დასრულდა
„საქართველოს ბანკმა“ და საინვესტიციო კომპანია „საქართველოს კაპიტალმა“ „ბიჯეო“ ჯგუფის გაყოფის პროცესის წარმატებით დასრულების შესახებ განაცხადა. 10-წლიანი წარმატებული საქმიანობის შემდეგ საქართველოს ერთ-ერთი უმსხვილესი საინვესტიციო ჯგუფი − BGEO − ორ დამოუკიდებელ კომპანიად გაიყო. კომპანიებად, რომლებიც მოღვაწეობას საბანკო და საინვესტიციო ბიზნესის მიმართულებით აგრძელებენ. აღნიშნული გაყოფა საქართველოს ფინანსურ სექტორში უმნიშვნელოვანესი მოვლენაა, ამიერიდან ორ კომპანიას შესაძლებლობა აქვს, დამოუკიდებლად მართოს ყველა რესურსი, მისდიოს საკუთარ სტრატეგიასა და იზრუნოს კიდევ უფრო მეტ განვითარებასა და წინსვლაზე. საქართველოს ბანკის და „საქართველოს კაპიტალის“ აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე პრემიუმ ლისტინგის სეგმენტში წარმატებით განთავსდა. დღეიდან, ორივე კომპანიის აქციები დამოუკიდებლად ივაჭრება ლონდონის საფონდო ბირჟაზე. საქართველოს ბანკის აქციები BGEO-ს ე.წ ტიკერით, ხოლო საქართველოს კაპიტალის აქციები CGEO-ს „ტიკერით“. „ვულოცავ ორივე კომპანიის წარმომადგენლებს ამ დიდ წარმატებას. ვფიქრობ, დამოუკიდებლად წინსვლა ყველაზე სწორი გზაა, რადგან ორივე ბიზნესს შესაძლებლობა აქვს, მაქსიმალურად აითვისოს არსებული პოტენციალი და განვითარდეს; წარმატებული საბანკო და საინვესტიციო კომპანიები კი ქვეყნის წარმატების წინაპირობაა. მე ამაყი ვარ, რომ ლონდონის საფონდო ბირჟის პრემიუმლისტინგში ყოფილი საინვესტიციო კომპანია „ბიჯეო“-დან უკვე სამი დამოუკიდებელი კომპანიაა წარმოდგენილი − საქართველოს ბანკი, საქართველოს კაპიტალი და GHG ჯგუფი“, - განაცხადა „საქართველოს კაპიტალის“ სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარემ და გენერალურმა დირექტორმა ირაკლი გილაურმა. „მინდა მივულოცო წარმატებული გაყოფა როგორც საბანკო, ასევე საინვესტიციო კომპანიის წარმომადგენლებს; გაყოფა, რომელიც საინტერესო პროცესისა და 10-წლიანი თავდაუზოგავი შრომის შედეგია. კომპანიებმა უკვე მიაღწიეს განვითარების მნიშვნელოვან ეტაპს და ახლა მზად არიან, დამოუკიდებლად განაგრძონ მოღვაწეობა. მინდა ასევე მადლობა გადავუხადო ყველა იმ ადამიანს, ვინც მონაწილეობა მიიღო აღნიშნულ პროცესში. ვფიქრობ, გაყოფის შედეგად, საქართველოს ბანკს შესაძლებლობა ექნება, გადავიდეს განვითარების ახალ ეტაპზე და კიდევ უფრო საინტერესო ისტორია შექმნას საბანკო მომსახურების სფეროში“, - აღნიშნა „საქართველოს ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა კახა კიკნაველიძემ. „ლონდონის საფონდო ბირჟაზე საქართველოს საბანკო სექტორი პირველად 2006 წელს გამოჩნდა. მას შემდეგ ნდობა ჩვენი საფინანსო სისტემის მიმართ მნიშვნელოვნად გაიზარდა და ამას ადასტურებს ის ფაქტიც, რომ დღეს საქართველოს საბანკო სექტორის ნახევარზე მეტი წარმოდგენილია ლონდონის საფონდო ბირჟაზე. ეს ნიშნავს, რომ საქართველოს საფინანსო სექტორი ჯანსაღი და მდგრადია, ის ეფუძნება გამჭვირვალე მმართველობით ფორმას და რეგულირდება საუკეთესო საერთაშორისო პრაქტიკის შესაბამისად. ვულოცავ დღევანდელ წარმატებას როგორც საქართველოს ბანკს და საინვესტიციო კომპანიას, ასევე მთელ ქვეყანას”,- განაცხადა ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა, კობა გვენეტაძემ. აღსანიშნავია, რომ საინვესტიციო და საბანკო მიმართულებებად ბიზნესების ცალ-ცალკე გაყოფის შემდეგ აქციონერები, რომლებიც ფლობენ BGEO ჯგუფის აქციებს, თითოეული აქციის ნაცვლად მიიღებენ საქართველოს ბანკის ერთ და „საქართველოს კაპიტალის“ ერთ აქციას. ამასთან, „საქართველოს კაპიტალი“ „საქართველოს ბანკში“ საწყის ეტაპზე, დროებით 19.9% -იან წილს შეინარჩუნებს, რომელიც ეტაპობრივად შემცირდება. ინფორმაციისთვის, საინვესტიციო ჯგუფმა „ბიჯეომ“ საბანკო და საინვესტიციო მიმართულებად გაყოფის თაობაზე 2017 წლის 3 ივლისს განაცხადა. საბოლოო გადაწყვეტილება კი ორ დამოუკიდებელ ბიზნესად ჩამოყალიბებასთან დაკავშირებთ კომპანიის აქციონერთა საბჭომ 2018 წლის 30 აპრილს დაამტკიცა. გაყოფის შედეგად კომპანიებს ერთმანეთისგან დამოუკიდებელი სამეთვალყურეო და დირექტორთა საბჭოები ჰყავთ. აღსანიშნავია, რომ ყოფილი საინვესტიციო ჯგუფიდან „BGEO“ ლონდონის საფონდო ბირჟაზე 3 კომპანიაა წარმოდგენილი: „საქართველოს ბანკის ჯგუფი“ (Bank of Georgia Group), „საქართველოს კაპიტალი“ (Georgia Capital) და „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG Healthcare).
(R)
საქართველო და სომხეთი 2029 წელს FIFA-ს U20 მსოფლიო ჩემპიონატს უმასპინძლებენ
მეუფე საბა - მეუფე შიოს 50% +1 ხმა უკვე აქვს, თუმცა, ეს იმას არ ნიშნავს, რომ გაფართოებული კრების ჩატარებას მნიშვნელობა არ აქვს
მიტროპოლიტმა ისაიამ სინოდის სხდომაზე პატრიარქობის კანდიდატად საკუთარი თავის დასახელების სურვილი გამოთქვა, თუმცა სინოდმა მხარი არ დაუჭირა
მარნეულში 10 წლის ბავშვს მანქანა დაეჯახა, იგი გარდაიცვალა, კლინიკასთან დაძაბულეობა იყო
|
რედაქტორის რჩევით
რეპრესიების არქიტექტურა – სამოქალაქო საზოგადოების გამოწვევები ავტორიტარული ტენდენციების პირობებში
პუტინმა ევროკავშირში მთავარი მოკავშირე დაკარგა: ორბანმა უნგრეთის არჩევნები წააგო
ომი უკრაინაში
რუსეთმა ოდესაზე იერიში მიიტანა: 10 ადამიანი დაშავდა, მათ შორის 2 ბავშვი
რუსეთის არმიაში საკვების დეფიციტის ფონზე კანიბალიზმის შემთხვევები დაფიქსირდა - The Sunday Times
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
2025 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 114 374 კაცი შეადგინა, ყველა მათგანი შრომისუნარიანი იყო
დღის თემა
ფასების კომისიის თავმჯდომარე ბერეკაშვილმა სამშენებლო ბიზნესიდან 4,5 მლნ ლარზე მეტი მიიღო
მთავარი თემა
|





epn.ge (@expressnews.ge)