21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 15:38:22, 1891 ნახვა

პოლიტიკა
საქართველომ სირიასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის პროცედურები დაიწყო

სირიის მიერ ოკუპირებული აფხაზეთისა და ე.წ. სამხრეთ ოსეთის დამოუკიდებლობის აღიარებას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო გამოეხმაურა.

როგორც საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე დავით დონდუამ უწყებაში გამართულ ბრიფინგზე  განაცხადა, საქართველომ სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით პროცედურები დაიწყო.

„ასადის რეჟიმმა საერთაშორისო სამართლის ფუნდამენტალური ნორმებისა და პრონციპების უხეში დარღვევით აღიარა საქართველოს განუყოფელი რეგიონები, აფხაზეთის და ცხინვალის რეგიონების, სამხრეთ ოსეთის  ეგრედ წოდებული დამოუკიდებლობა. აღნიშნული ქმედებით ასადის რეჟიმმა მხარი დაუჭირა რუსეთის ფედერაციის მიერ საქართველოს წინააღმდეგ განხორციელებულ სამხედრო აგრესიას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების უკანონო ოკუპაციისა და წლების განმავლობაში მიმდინარე ეთნიკურ წმენდას. ამ გზით სირიის რეჟიმმა უგულებელყო სუერენული სახელმწიფოს ტერიტორიული მთლიანობა და საერთაშორისოდ აღიარებული საზღვრების ურღვეობის შესახებ საერთაშორისო სამართლებრივი დებულება. აღნიშნულის გათვალისწინებით, საქართველომ დაიწყო პროცედურები სირიის არაბთა რესპუბლიკასთან დიპლომატიური ურთიერთობების გაწყვეტის მიზნით.  ხაზგასმით უნდა აღინიშნოს, რომ საერთაშორისო თანამეგობრობა  მტკიცედ უჭერს მხარს საქართვფელოს სურენენიტეტს, ტერიტორიულ მთლიანობას და ოკუპირებული ტერიტორიების არაღიარების პოლიტიკას“, - განაცხადა დონდუამ.

საგარეო საქმეთა სამინისტრო საერთაშორისო თანამეგობრობას მოუწოდებს, სათანადო შეფასება მისცეს ასადის რეჟიმის მიერ მიღებულ უკანონო გადაწყვეტილებას.

„საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საერთაშორისო თანამეგობრობას სათანადო შეფასება მისცეს  რუსეთის ფედერაციის მხრიდან მანიპულირების შედეგად  ასადის რეჟიმის მიერ უკანონო გადაწყვეტილებას და მიიღოს ზომები აღნიშნული ქმედებების საპასუხოდ“, - განაცხადა დავით დონდუამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics