21:04 - 10 May, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2018-05-29 13:53:53, 1557 ნახვა

პოლიტიკა
დე ფაქტო აფხაზეთის და „სამხრეთ ოსეთის“ განცხადებით, სირიამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა

ოკუპირებული სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო საგარეო საქმეთა სამინისტრო, ასევე ოკუპირებული აფხაზეთის დე-ფქტო პრეზიდენტის ადმინისტრაცია იუწყება, რომ სირიის არაბულმა რესპუბლიკამ მათი დამოუკიდებლობა აღიარა.

სირიის მხრიდან ე.წ სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო რესპუბლიკის აღიარებას გამოეხმაურა დე-ფაქტო პრეზიდენტი ანატოლი ბიბილოვი რომელმაც განაცხადა, რომ სირიის მიერ ცხინვალის აღიარება ისტორიული მომენტია.

"ახალი მეგობარი სჭირდება ყველას. მით უმეტეს იმ ქვეყნებს, რომლებიც რთულ ვითარებაში აღმოჩნდნენ. დარწმუნებული ვარ დიპლომატიური ურთიერთობის დამყარება, სასარგებლო იქნება როგორც სირიისთვის ასევე, სამხრეთ ოსეთისთვის", - განაცხადა ბიბილოვმა

ოკუპირებული აფხაზეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა რაულ ხაჯიმბამ აღნიშნა, რომ „აფხაზეთსა და სირიის არაბულ რესპუბლიკას შორის დიპლომატიური ურთიერთობების დამყარების შესახებ შეთანხმება დაიდო“.

„ჩვენ დიდად ვაფასებთ სირიის ხელისუფლების ამ ნაბიჯს და დარწმუნებულები ვართ, რომ ჩვენი ურთიერთობები ურთიერთპატივისცემისა და თანამშრომლობის სულისკვეთებით განვითარდება. დარწმუნებული ვარ, რომ უახლოეს დროში სირიაში მშვიდობა დამყარდება და მისი ხალხი მშვიდობიან ცხოვრებას დაუბრუნდება“, - განაცხადა რაულ ხაჯიმბამ.





ავტორი: ,


სოციალური ქსელები
ევროპარლამენტი ევროკავშირში VPN-ების შეზღუდვას განიხილავს
შერის 49 წლის შვილი დედას სასამართლოში უჩივის ფინანსური დახმარების გაუქმების გამო
Forbes-ის მონაცემებით, დონალდ ტრამპის ქონება პრეზიდენტობის ერთ წელიწადში, 1.4 მილიარდი დოლარით გაიზარდა
მოსაყდრე შიო - ღირსეულად და წარმატებით უნდა ჩავატაროთ ის დიდი მოვლენა, რაც ხვალ გველის ყველას
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics